ევროკავშირის რომელ წევრ ქვეყნებშია შესაძლებელი მოქალაქეობის ყიდვა და რა ღირს ის

1891

Bloomberg-მა იმ ქვეყნების რეიტინგი შეადგინა, რომლებიც საკუთარ მოქალაქეობას გარკვეულ ფასად „ყიდიან“. პასპორტის და შესაბამისად, მოქალაქეობის მიღების ღირებულება 100 000 დოლარიდან იწყება და რამდენიმე მილიონ დოლარამდე ადის.

ყველა ამ ქვეყანაში პასპორტის მისაღებად უცხოელს შეუძლია ეს თანხა ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციის სახით ჩადოს. ზოგიერთ შემთხვევაში კი ეს მოქალაქეობა ამ უცხოელს რამდენიმე პრივილეგიასაც ანიჭებს, ვინაიდან ზოგიერთ მათგანში არ მოქმედებს მოგების გადასახადი.
რეიტინგის ქვეყნებს შორის ყველაზე ძვირი გამოდგა ავსტრიის მოქალაქეობა, რომლის მისაღებად უცხოელს ავსტრიის ეკონომიაკში 23,75 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება ევალება. გარდა ამისა, ავსტრიაში არ მოქმედებს საშეღავათო პირობები. იქ მოქალაქეობის შეძენის შესაძლებლობა 1985 წლიდან მოქმედებს.

რეიტინგის მეორე ადგილზე კვიპროსია. ამ ქვეყანაში მოქალაქეობის შესაძენად თქვენ დაგჭირდებათ 2,375 მილიონი. აქ მოგების გადასახადი 12,5%-ია. მესამეზეა მალტა – 1,065 მილიონიანი პასპორტით, თუმცა აქ მოგების გადასახადი მაღალია და ის 35%-ს შეადგენს.

  2017 წლიდან საკუთარ მოქალაქეობას „ყიდის“ თურქეთიც, სადაც მსურველმა უნდა შეიძინოს მილიონის ღირებულების უძრავი ქონება ან ქვეყნის ბიუჯეტში გადარიცხოს 3 მილიონი დოლარი სამი წლის განმავლობაში.მოქალაქეობის შეძენა შესაძლებელია ასევე 6 მცირე კუნძულოვან სახელმწიფოში – ვანუატუში, სენტ-კიტსში, სანტა-ლუსიაში, დომინიკაში და ანტიგუა და ბარბუდას კუნძულებზე. ყველა ამ ქვეყანაში გრენადის გამოკლებით, შემოსავლის გადასახადი განულებულია. ამასთან სენტ-ლუსიაში, დომინიკებში და ანტიგუა და ბარბუდაში მოქალაქეობა 100 ათასი ღირს.

კოკა კვირკველია

bpn.ge