ევროპარლამენტის არჩევნები: რა ცვლილებები ელის ევროპას?

616

2019 წლის 26 მაისს ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის მოქალაქეები ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობას აირჩევენ. ევროკავშირის შიგნით არსებული მდგომარეობა  მოახლოებულ ბრექსიტთან ერთად ისევე, როგორც მიგრაციასთან და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები, რომლებიც შიშის, ნაციონალისტური მოძრაობების და პოპულიზმის გააქტიურების საფუძველს ქმნიან.როგორც სინოპტიკოსები აფასებენ აღნიშნული ფაკტები გავლენას იქონიებენ მომავალ არჩევნებზე.და შესაძლებელია მომავალში ევროპულ ინტეგრაციის შეუქმნან საფრთხე და  ევროპის მოწინააღმდეგე პოპულისტური და რადიკალური პოლიტიკური ჯგუფებს გაძლიერება ვიხილოთ ამ არჩევნებზე.

პირველად ისტორიაში, ევროპის პარლამენტში, ევროპის სახალხო პარტიას და ევროპელ სოციალისტებს ალბათ არექნებთა უმრავლესობა ,ხოლო ულტრამემარჯვენე და პოპულისტური პარტიების ადგილების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო ფართო კოალიცია პრო-ევროპული პოლიტიკური ჯგუფების ევროპული კანონმდებლობის და სხვა ერთობლივი პროექტების დახვეწის მიზნით  მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ევროპარლამენტის  მეშვეობით.

ბოლო ევროპის პარლამენტის პროგნოზით , რომელიც ეფუძნება ეროვნული კვლევების შედეგებს 2019 წლის 15 აპრილამდე, და კომბინირებულია Public Kantar-თან თანამშრომლობით, ადგილების განაწილება მომავალ  ევროპარლამენტის საკანონმდებლო ორგანოში  უნდა იყოს შემდეგი სახით:

ევროპის სახალხო პარტია (EPP), სავარაუდოდ, 180 ადგილი, ანუ 24%, დღეს 29% -ით არის წარმოდგენილი. ყველაზე დიდი ვარდნა აღენიშნება, საფრანგეთში (-7 ადგილი), სლოვაკეთში და პოლონეთში (-5 ადგილი), იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში და ჩეხეთის რესპუბლიკაში (-4 ადგილი), ხოლო უდიდესი ზრდა აღენიშნა საბერძნეთში (+4 ადგილი).

ევროპული სოციალ-დემოკრატთა გუნდი რომელიც ამჟამად არის 24.8% პროცენტით წარმოდგენილი ევროპარლამენტში   (S & D) კვლევის გათვალისწინების  თანახმად 149  ევროპარლამენტარით იქნება წარმოდგენილი ,  ანუ 19.8%  პროცენტს მიიღებს რაც  მნიშვნელოვან ვარდნას ასახავს, მნიშვნელოვანი ვარდნა მიიღწევა სოციალისტური პარტიების საფრანგეთში (-8 ადგილი), გერმანიაში (-10 ადგილი) და ასევე იტალიაში (-15 ადგილი).

გამოკითხვების თანახმად, ევროპარლამენტის უდიდეს პარტიათ სავარაუდოდ რჩება გერმანიის ქრისტიან დემოკრატიული – ქრისტიან სოციალური კავშირი (CDU / CSU), რომელსაც კანცლერი ანგელა მერკელი წარმოადგენს, CDU / CSU კვლევის თანახმად 30  ევროპარლამენარით იქნება წარმოდგენილი ევროპარლამენტში.

პოპულისტური და ევროსკეპტიკური რადიკალური პარტიები, სავარაუდოდ, მეტ ხმას მიიღებენ, ვიდრე 2014 წელს, 20-25% მეტს ვიდრე წინა არჩევნებზე.  რაც ნიშნავს რომ  იტალიური            5 ვარსკვლავის პარტია და მატეო სალვინის ლეგა  26 ადგილით,ევროპარლამენტის მეორე უდიდესი პარტია გახდება.

ალიანსები გაირკვევა 2 ივლისს  მანამდე კი მთლიანი ევროპა ელის 26 მაისსის არჩევნების შედეგებს.

ავტორი:სოფია სარიდი