ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია 

914

.

ევროპარლამენტი, რეზოლუციის პროექტის თანახმად, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

რეზოლუციის პროექტში წერია, რომ სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარება არის ევროპული უსაფრთხოების წესრიგის ძირითადი პრინციპი. საქართველოს კონფლიქტის მოგვარება არსებითია ევროპულ კონტინენტზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

კონფლიქტები და საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაცია წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ევროპული ქვეყნების სუვერენიტეტისათვის. ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულების უპირობო შესრულებისკენ. განსაკუთრებით იმ ვალდებულების შესრულებისკენ, რომელიც გულისხმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებას.

ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს:

  • დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია  და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
  •  მისცეს უპირობო წვდომა ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, რათა მისიამ შეასრულოს მანდატით დაკისრებული მოვალეობა საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.
  •  შეწყვიტოს ბორდერიზაცია.
  •  მიესალმება საქართველოს ხელისუფლების ახალ სამშვიდობო ინიციატივას “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცოხვრები ადამიანებისთვის ჰუმანიტარული და სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასევე, ხალხთა შორის კონტაქტს და გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენას.
  • ასევე მიესალმება საქართველოს პარლამენტის ორპარტიული რეზოლუციის მიღებას, რომელიც აწესებს შავ სიას იმ ადამიანების, ვინც პასუხისმგებელია ასეთი დანაშაულების​ ​ჩადენასადა დაფარვაში.(ოთხოზორია​​–ტატუნაშვილის სია).

ევროპარლამენტი მოუწოდებს ყველა წევრ სახელმწიფოს და ევროსაბჭოს სანქციების შავ სიას დაამატონ ის ადამიანები, ვინც იქნება ჩართული და მომავალში დაემატება ოთხოზორია–ტატნაშვილის სიას. ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას – ნაბიჯი მომავლისკენ. ინიციატივის მიზანია, საქართველოს რეგიონებში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული და სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ასევე ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ხალხთა შორის კონტაქტს და ნდობის აღდგენას.

ევროპარლამენტის პირველ რეზოლუციას, რომელშიც არჩილ ტატუნაშვილზე იქნება საუბარი, დღეს უყრიან კენჭს.

წყარო:1tv.ge