ევროპაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გასამმაგებულია

1169

თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გასამმაგებულია. ამავე მონაცემების მიხედვით თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა  პირდაპირ კავშირშია ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობის მატებაზეც.

დეკემბრის მონაცემებით იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ევროპაში დარჩენისთვის თავშესაფარს პირველ ჯერზე ან განმეორებით ოფიციალურად ითხოვს 1570, ხოლო 5567 განაცხადი კი ისევ განხილვის პროცესშია, მათ ჯერჯერობით არც კი უთხრეს და არც არა.

სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის დეკემბერში 879-მა თავშესაფრის მაძიებელმა საქართველოს მოქალაქემ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, თავშესაფარზე უარი მიიღო, დაკმაყოფილდა მხოლოდ 13-ის განაცხადი.

შეჩერების მექანიზმის ამუშავების მიზეზი შეიძლება გახდეს მესამე ქვეყნიდან თავშესაფრის მაძიებელთა მკვეთრი ზრდა, კონკრეტულად თუ ეს ზრდა 50%-ს გაადააჭარბებს. თუმცა, შესაძლოა, ევროკავშირი წევრმა ქვეყანამ უფრო დაბალი ზრდის დროსაც მოითხოვოს მექანიზმის ამოქმედება. ან იმ შემთხვევაშიც თუ ამ კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეები საფრთხეს უქმნიან ევროკავშირის წევრი ქვეყნის უსაფრთხოებას, ან ჩართული არიან კრიმინალში. წყარო.fotruna.ge