ეკა ბესელია მიიჩნევს რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმები სერიოზული გამოწვევაა. 

181

„თანამედროვე სამყაროსთვის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმები სერიოზული გამოწვევაა. ყველა წამყვანი დემოკრატიული ქვეყანა, ბოლო წლებში, მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს კანონმდებლობაში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. ამ მხრივ, არც საქართველოს მაგალითია გამონაკლისი. სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა ამ კუთხით. კერძოდ, შემოთავაზებულია ერთგვარი გამკაცრებული მიდგომები არა მხოლოდ სასჯელის ნაწილში, არამედ კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობის მაკვალიფიცირებელი ნიშნების დაზუსტების მიმართულებით“,-განაცხადა ეკა ბესელიამ საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე  უცხოელ და ადგილობრივ ექსპერტებთან შეხვედრისას.