ემიგრანტების სარჩელის საფუძველზე სასამართლომ სამშენებლო კომპანია ,,სვეტი” დააჯარიმა.

7321

..

 

,, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სრულად დაკმაყოფილდა ჩვენი ემიგრანტების სასარჩელო მოთხოვნები სამშენებლო კომპანია „სვეტი“-ს წინააღმდეგ და მოპასუხე მხარეს გადასახდელად დააკისრა, როგორც ძირითადი სასარჩელო თანხა, ასევე ემიგრანტების მიერ გაწეული საპროცესო ხარჯები (ბაჟის თანხა, საადვოკატო მომსახურების თანხა და ა.შ).

  ჩვენი ოფისის ადვოკატებმა ემიგრანტების ინტერესების დასაცავად გამოიყენეს ყველა კანონით მონიჭებული საშუალებები,არ დააკლეს თავიანთი პროფესიონალიზმი და შედეგმაც არ დააყოვნა.” – ეს განცხადება  დღეს  სარაჯიშვილის იურიდიული ოფისის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. 

 ,,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საპატივცემულო ემიგრანტები იმყოფებიან საზღვარგარეთ და ფიზიკურად არ აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ საქართველოში წარმოებულ სასამართლო პროცესებში, ჩვენი ოფისი და მისი ადვოკატები მუდმივად ახერხებენ მათ დროულ ინფორმირებას საქმეებთან დაკავშირებით, აძლევს მათ შესაბამის სამართლებრივ კონსულტაციას და ღირსეულად უწევს საადვოკატო მომსახურეობას,️ ჩვენი ოფისის მიზანია შექმნას ხარისხიანი დისტანციური საადვოკატო მომსახურეობა და გაუწიოს სრულყოფილი იურიდიული კონსულტაცია ჩვენს ემიგრანტებს სამშობლოში ჩამოუსვლელად.” ნათქვამია იურიდიული ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.