ემიგრანტები მსოფლიოს დედაქალაქებში სოლიდარობის აქციებს დაიწყებენ!

12158

– ვფიქრობ საქართველოში სარალიძის საქმეზე განაჩენის დადგომით უმძიმესი შექმნილი ვითარება თუ კვირამდე არ მივიდა ლოგიკურ საპასუხისმგებლო შედეგებამდე და არ დაკმაყოფილდა ქართული საზოგადოების მოთხოვნა , ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქებსა და ქალაქებში უნდა დავუდგეთ შვილმკვდარ მამას და შვილმკვდარ ემიგრანტ დედას – ეს განცხადება ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა გააკეთა, რასაც  უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები აქტიურად ეხმაურებიან და კონკრეტულ ევროპულ და მსოფლიოს ქალაქებში აქციების ორგანიზებას იწყებენ.