ემიგრანტის სკანდალური წერილი რომელმაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია

2306
 www.mshoblebi.ge  მიერ გამქვეყნებულ მასალაში სადაც ემიგრანტების წერილები გამოქვეყნდა დიდი გამოხმაურება გამოიწვია ერთ-ერთმა წერილმა რომელსაც ახლა უცვლელად გთავაზობთ: “ვინც ავადმყოფის გადასარჩენად მიდის, მასზე არაფერს ვამბობ, მაგრამ ძალიან ბევრი ქალი სწორედ ქმარ-შვილს ჰყავს გაგდებული უცხოეთში, იმისათვის რომ თვითონ არ იმუშაონ, სამაგიეროდ აზარტულ თამაშებში, “აიფონებში” და ქალებში ხარჯონ მუქთა ფული. რამდენი ოჯახია, სადაც ქმარმა ან შვილმა დიდი თანხა წააგო და ქალი იძულებული გახადეს, გადახვეწილიყო… ასე გადის წლები… მუქთა ფული კი ძალიან კარგია! რა ჯობია, არ იმუშავო, უბანში “იკაჩაო” კაცობაზე და მეობაზე ილაპარაკო, ტრადიციების და მანდილოსნების სადღეგრძელო ფეხზე ამდგარმა დალიო, თვეში ერთხელ კი ბანკში იარო და “კუთვნილი” ევროები მიიღო. ჭამე რაც გინდა, გამოიცვალე მანქანები და “სმარტფონები”, საყვარელი (რომელსაც შენგან მხოლოდ ფული აინტერესებს) შეინახე და…არც იდარდო იმაზე, თუ რა დღეშია იქ ცოლი.სეთი ცხოვრება როგორ მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე და ა.შ. რამდენი ქალისგან გამიგია მეც და ალბათ სხვებსაც, დაბრუნება მინდა სამშობლოში, მაგრამ ქმარ-შვილი მიკრძალავს, ცოტა ხანი კიდევ დარჩიო… და თუ ქალმა მაინც გაბედა ჩამოსვლა, ისეთი ჩამოშვებული ცხვირებით ხვდებიან ოჯახის წევრები, თითქოს ცოლი ან დედა კი არა, მტერი ჩამოვიდა. აბა რა, დედა და ცოლი ბევრისთვის კარგი მაშინაა, როდესაც მას ბანკომატის ფუნქცია აქვს!”