ემიგრანტის წერილი ეკა ბესელიას- მინდა სხვა გამოსავალი ნახოთ და იმუშავოთ არა ჩვენს დასჯაზე არამედ ჩვენს საქართველოში დაბრუნებაზე!!!

6327

ქ-ნო ეკა მოგმართავთ ემიგრანტების სახელით -თქვენი ინიციატივით შედგენილი კანონპროექტი ემიგრანტების დასჯის რამოდენიმე მუხლი გაგვაცანით, რომელიც არის არასწორი ნაბიჯი ემიგრანტების მიმართ.

 უპირვესად იქნებ დაფიქრებულიყავით იმაზე და გეკითხათ რა აიძულებთ თქვენს თანამემამულეებს ამ გადაწყვეტილების მიღებას? როტომ არ ეძებთ მიზეზს თუ რატომ დაიცალა საქართველო ქართველებისგან და რატომ გადააცილეს გადააცილეს უვიზოდ მიმოსვლის ვადებს და დარჩნენს სხვადასხვა ქვეყნებში? – მიუხედავად თქვენი ინიციატივებისა  ჩვენ ემიგრანტები, ჯერ კიდევ იმედს ვიტოვებთ რომ ეს კანონპროექტი განსახილად არ გავა პარლამენტში. ქ- ნო ეკა მინდა  ნამდვილი ამბავი მოგითხროთ,  რომელიც იმედი მაქვს აზრს შეგაცვლევინებთ. მინდა სხვა გამოსავალი ნახოთ და იმუშავოთ არა ჩვენს დასჯაზე არამედ ჩვენს საქართველოში დაბრუნებაზე!!!

ახლა კი გთხოვთ მომისმინოთ : – „მეგობარს სათარგმნელად წავყევი სასამართლოზე. შემოიყვანეს პატიმარი, წაუკითხეს ბრალდება – საბუთების გაყალბება, გერმანიაში შემოსვლა ყალბი პასპორტით, ბანკის ანგარიშის გახსნა ყალბი პასპორტით, სამედიცინო დაზღვევა ყალბი პასპორტით (გერმანიაში ეს არის ძალიან სეიოზული დანაშაული). პროკურორმა – განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულისთვის 1 წელი და 5 თვვე ციხეო, მერე ადვოკატმა დაიცვა და ბოლოს ქართველი პატიმარიც ასაუბრეს: ეს მქვია, ამ დროს დავიბადე, ეს სკოლა დავამთავრე, სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე, მერე სამშობიაროში ვიმუშავე ექიმად, მერე სამსახური დავკარგე, ორი შვილი მყავს, ერთი ავადმყოფი, გავყიდე მანქანა და სახლი, მაგრამ მაინც ფული მჭირდებოდა, გერმანიაში პაკეტების დამტარებლად შემომთავაზეს ჯობდა თუ ხორვატიული პასპორტი მექნებოდა და რა მექნა გავაყალბეო, ფოსტალიონად ვმუშაობდი და ბავშვებს ბინის ქირას ვუხდიდიო… მერე პაუზა, მოსამართლე აჯამემდა მონაცემებს და ბოლოს თქვა, თქვენ რომ გერმანიაში დაბადებულიყავით, ალბათ შეიძლება რომელიმე საავადმყოფოში მთავარ ექიმად გემუშავათო, რადგან სამწუხაროდ საქართველოში საშუალება ვერ იპოვეთ ავადმყოფი შვილისთვის მიგეხედათ, ევროპაში ფოსტალიონობა გადაწყვიტეთო, ეს სასოწარკვეთილი ადამიანის საქციელიაო….და ბოლოს თქვა – თქვენს ადგილზე მეც ასე მოვიქცცეოდიო!!! პატიმარი ტიროდა, ყველამ თავი ჩახარა, მე სანამ ქვითინს ავტეხავდი, სასწრაფოდ დავტოვე დარბაზი….“ მოგვიანებით ხათუნა გეგეჭკორი (გერმანია) იმასაც წერს, რომ მოსამართლემ ქართველი ექიმი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.”

ავტორი : მადლენა დოღონაძე