23 წელი ემიგრაციაში და ლია გელაშვილის ათი გულწრფელი პასუხი

1148
DIASPORA.GE- ს ახალი პროექტის ,,მხოლოდ ემიგრანტის პასუხების” დღევანდელი სტუმარი ემიგრანტობის 23 წლიანი ცხოვრების გამოცდილების ჩვენი თანამემამულე ლია გელაშვილია,  რომლის ცხოვრების ოცნებად მონატრებულ ოჯახთან ერთად ცხოვრება ქცეულა… მოდით მოვუსმინოთ ლია გელაშვილის ძალიან გულწრფელ და დამაფირებელ პასუხებს

ბავშვობაში ვოცნებობდი დიდი რომ გავხდებოდი – გამოვსულიყავი ისტორია_ფილოლოგი.

გადავწყვიტე საქართველოდან წამოსვლა იმიტომ რომ – ძალიან გაგვიჭირდა ოჯახს და ბავშვებს ვეღარ ვინახავდით.

მოვდიოდი და ვფიქრობდი – როგორ გავძლებდი შვილების გარეშე.

ემიგრანტი ნიშნავს – დროებით უცხო ქვეყანაში იძულებით ცხოვრებას.

როდესაც პირველად დავდგი ფეხი ამ ქვეყანაზე ვფიქრობდი – რა მეშველება ამ უცხო ქვეყანაში მთლად მარტოს.

მინდოდა მეტირა მაშინ როცა – პირველად შევედი მოხუცის მომვლელად მთლად უცხო ოჯახში.

სიზმრად ვნახე საქართველო – გაძლიერებულიყო და ყველა ემიგრანტი თავის ოჯახში დაბრუნებულიყო.

მონატრება ეს არის – რომელსაც ემიგრანტის გარდა ვერავინ გადმოსცემს.

როცა დავბრუნდები საქართველოში – ვიცხოვრებ ჩემი მონატრებული ოჯახის გვერდით.

მე ადამიანებს ვერაფრით გავაოცებ შეიძლება იმით თუ როგორ გავძელი ემიგრაციაში 23 წელი.