ემიგრანტებისთვის საყურადღებო კვლევა და მეთოდები უცხო ენის შესწავლისა და გაუმჯობესებისათვის

1599

ბოლო მონაცემებით საქართველოს საზღვრებს გარეთ მლნ 700 000 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე გადაადგილდა და მათმა უმრავლესობამ ადგილსამყოფელი ქვეყნის ენა სამშობლოს დატოვების დროს არ იცოდა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მცხოვრების ჩვენი თანამემამულისაგან ხშირად გაიგებ ფრაზას რომ:,,ყოველ ჯერზე, როდესაც უცხოელს უნდა დაველაპარაკო  უხერხულობას ვგრძნობ, ვნერვიულობ, მავიწყდება ყველაზე მარტივი სიტყვები და ძლივს ვახერხებ რამდენიმე წინადადების წარმოთქმას. არადა, თითქოს ენაც ნასწავლი მაქვს, თანამოსაუბრისაც მესმის, მაგრამ ლაპარაკის წარმართვა უცხო ენაზე არ გამომდის. ” 

სულ ახლახანს გამოქვეყნდა კვლევა და რჩევებიც ამ საკითხთან დაკავშირებით : 

რა მჭირს?

განსაკუთრებული არაფერი. უბრალოდ, ენობრივი ბარიერი გაქვთ, ისევე როგორც ყველა იმ ადამიანს, ვინც იშვიათად ეკონტაქტება უცხოელებს.

ენობრივი ბარიერი რა არის?

მარტივ მაგალითზე აგიხსნით. წარმოიდგინეთ, რომ თქვენთან სტუმრად მოვიდა ასტროფიზიკოსი, რომლის შესახებაც არაფერი იცით, გარდა მისი პროფესიული საქმიანობისა და დიდი აკადემიური მიღწევებისა. რა თემაზე დაუწყებთ ლაპარაკს? იოლად შეძლებთ მასთან საერთო ენის გამონახვას? საუბარი ან გამოგივათ ან არა, მაგრამ ლაპარაკის დასაწყისში უხერხულობის გადალახვა ორივეს მოგიწევთ. ეს იგივეა რაც, მოუქნელი მასპინძლის (თქვენი) და მოულოდნელად სტუმრად მოსული ასტროფიზიკოსის (უცხოელის) შეხვედრა.

როგორ გადავლახო ეს ენობრივი ბარიერი?

პირველ რიგში გაარკვიეთ, რა არის თქვენი ენობრივი ბარიერის მიზეზი. რამდენიმე ვარიანტია: თქვენ შეიძლება არასკმარისად კარგად იცით ენა, რომელზეც უცხოელებთან ლაპარაკს აპირებთ; უცხო ენა – ეს მხოლოდ სხვა ასოების და გამონათქვამების კრებული არ არის, ის პირველ რიგში სხვა კულტურული კოდია და ყალიბდება ყველაფრისგან რაც ადამიანის კულტურულ ატომოსფეროს წარმოაგდენს: წაკითხული წიგნებისგან, ხუმრობებისგან და ჭამის ჩვევებისგანაც კი. კულტურული კოდი ყველაზე მარტივი გზაა იმის გასაგებად, თუ ვინ დგას თქვენ წინაშე – ამერიკელი, ფრანგი, თურქი თუ ინგლისელი; ლაპარაკის არ ეშინიათ (მათ შორის მშობლიურ ენაზეც) მხოლოდ მათ, ვინც თავის თავში დარწმუნებულია ზოგადად ან განსახილველი თემის კონტექსტში.

ამ დროს ყველაფერი მესმის, მაგრამ ლაპარაკის მეშინია

თუ გესმით რაზე ლაპარაკობს ადამიანი, გინდათ რომ უპასუხოთ, მაგრამ არ შეგიძლიათ, ესეიგი თქვენ ინგლისურს დახვეწა სჭირდება. მოსმენა (listening) – პასიური უნარია, ლაპარაკი (speaking) – აქტიური, რომელსაც მუდმივი პრაქტიკა სჭირდება.

იმისთვის, რომ დალაპარაკების არ შეგეშინდეთ, უნდა ილაპარაკოთ მუდმივად, ანუ თქვენი ლექსიკური მარაგი პასიური მდგომარეობიდან გადაიყვანოთ აქტიურში.

გაიხსენეთ, რა გაშინებთ უცხოელთან პოტენციური საუბრის დროს ყველაზე მეტად. პირველ რიგში, ეს როგორც წესი – გამოთქმა, აქცენტია (Pronunciation).

დიახ, ცუდი აქცენტი მაქვს. სულ მეშინია, რომ თანამოსაუბრე დამცინებს

სავარაუდოდ, არა. თქვენ დასცინით ადამიანებს, რომლებსაც ენა ებმით, მეტყველების სხვა დეფექტები აქვთ, თუ ცდილობთ მათ დახმარებას? უცხოელების შემთხვევაშიც ასეა. ფრანგსაც, ინგლისელსაც და ფინელსაც, პირველ რიგში, ძალიან უხარია, როდესაც უცხოელი მასთან მის მშობლიურ ენაზე ცდილობს დალაპარაკებას. შეეცადეთ არ მიბაძოთ მას, არამედ გააგებინეთ რასაც ეუბნებით.

როგორ და სად ვისწავლო?

ისწავლეთ ენის ფონეტიკა. უცხოელი ყოველთვის მიხვდება, რომ უცხოელი ხართ და არამხოლოდ აქცენტის გამო. ის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხვა კულტურული კოდის მატარებელია. ფრაზების წყობა და ხუმრობები უმალ ამხელს ქართველში ქართველს, როგორ იდეალურადაც არ უნდა ფლობდეს სხვა ენას. თქვენ სხვა კულტურაში ჩამოყალიბდით და ამას უნდა შეეგუოთ. ბოლოს და ბოლოს, არსებობს სპეციალური ტესტი, რომელიც ზუსტად ადგენს იმას, თუ რომელ ინგლისურზე (ახალზელანდიურზე, სინგაპურულზე) ლაპარაკობთ, რომელია თქვენი მთავარი ენა და თითქმის არასდროს ცდება. იმისთვის, რომ უცხოელებთან ილაპარაკოთ და მათ გაგიგონ, საკმარისია კარგად შეისწავლოთ მთავარი ფონეტიკური წესები და შეეცადოთ სწორად წარმოთქვათ სიტყვები – სწორი მახვილებით და კავშირებით.

სიტყვების, ფრაზეოლოგიზმების და ფონეტიკის სწავლა სხვადასხვა ონლაინ-პლატფორმაზე შეიძლება. ასეთ რესურსებზე (mooc listmooc.cakhanacademy.orglanguage-bridge-technology.teachable.comudemy.combbc.co.uk/learningenglish/, learnamericanenglishonline.comspeaktoday.com) უამრავი კურსები და ასობით გაკვეთილია, რომელიც სხვადასხვა დონის ცოდნას მოგცემთ. იმავდროულად, მეცადინეობას ნებისმიერ ადგილზე შეძლებთ, მთავარია გქონდეთ ინტერნეტი. არსებობს ფასიანი და ნახევრად ფასიანი რესურსები, სადაც დღეში რამდენიმე გაკვეთილის მიღება უფასოდაც შეგიძლიათ.

აქცენტს გამოვასწორებ, მაგრამ ლაპარაკი მაინც რთულია. რომ შემეშალოს?

რა თქმა უნდა, შეგეშლებათ. მაგრამ შეცდომებს ყველა ვუშვებთ, იმ დროსაც კი, როდესაც მშობლიურ ენაზე ვლაპარაკობთ. შეცდომები – თქვენი განუყოფელი ნაწილია, რაც ნორმალურია. დალაპარაკების შიში ოსტატურად ნიღბავს “ხუთოსნის” მუდმივ კომპლექსს, რაც საყოველთაო პრობლემაა. უბრალოდ, საქართველოში “ხუთოსნის” კომპლექსი კიდევ უფრო მკვეთრადაა გამოხატული, რადგან ჩვენთან შეცდომა გამოუსწორებელ მარცხთან ასოცირდება. დასავლეთში კი შეცდომები სხვაგვარად აღიქმება, იქ ეს წარმატების მიღწევის აუცილებელი პირობაა. თუკი თქვენ რამე არ გესმით, სხვას უნდა ჰკითხოთ, ხოლო კითხვების დასმამ თუ დაგღალათ, გულწრფელად უნდა აიღიაროთ რომ ვერ გაიგეთ. უცხოელებმა იციან, რომ თქვენთვის მათ ენაზე ლაპარაკი რთულია, ამიტომ ყოველთვის დაგეხმრებიან.

და მაინც, როგორ მოვიხსნა ლაპარაკის შიში?

პირველ რიგში, მოძებნეთ მასწავლებელი, რომელიც ამ შეცდომებს მუდმივად არ გაგისწორებთ, უფრო ზუსტად, ადამიანი ან სასწავლო პროგრამა, რომელიც მოდუნების საშუალებას მოგცემთ. სალაპარაკო ენა საკითხის არამხოლოდ ტექნიკური არამედ ფსიქოლოგიური მხარეა. ცნობილი პოლიგლოტის, მიშელ ტომასის მეთოდოლოგიის საფუძველი მოსწავლის ფსიქოლოგიური კომფორტი იყო. ის წლების განმავლობაში ასწავლიდა უცხო ენებს ცნობილ ადამიანებს, მათ შორის ვუდი ალენს და გრეის კელის. ტომასი ამტკიცებდა, რომ სწავლის პროცესზე სრული პასუხისმგებლობა პედაგოგს აქვს. პროცესში მოსწავლეები სტრესისგან და ნერვიულობისგან თავისუფლები უნდა იყვნენ, რაც ენის სწავლას აჩქარებს.

პრობლემა მხოლოდ მასწავლებელშია?

არამხოლოდ. საჭიროა ლექსიკური მარაგის შეგროვება და მისი გამოყენება ბუნებრივ გარემოში, ანუ უცხოელთან ან სასწავლო პროგრამასთან, რომელიც აწყობილია გამეორების ტექნიკაზე ან ეგრეთ წოდებულ shadowing-ზე. ტექნიკა ლინგვისტმა ალექსანდრ არგუელიესმა შეიმუშავა. shadowing-ის მთავარი წესი ასეთია: როგორც კი სიტყვას გაიგებთ, უმალ უნდა გაიმეოროთ ის რამდენჯერმე და რაც შეიძლება მალე. მთლიანობაში ამ ტექნიკას 10 ეტაპი აქვს, მაგრამ მისი საფუძველი – უცხოელის მოსმენისას მის მიერ წარმოთქმული სიტყვების შეძლებისდაგვარად ზედმიწევნით გამეორებაა.

მაგრამ ამას ხომ დრო სჭირდება? მე კიდევ სწრაფად მინდა ბარიერის მოხსნა

თუკი თქვენ ისწავლით იმას, რომ არ უნდა შეგეშინდეთ შეცდომის, მაშინ, ენობრივი ბარიერის მოხსნასთან ერთად, ენის სწავლასაც სწრაფად შეძელებთ. ეს გზა მოკლე არ არის, მაგრამ ის ბევრად უფრო მოკლეა, ვიდრე საპირისპირო სქემა – “შეცდომა-თვითგვემის”.

რამდენიმე მეთოდი არსებობს. ხოლო იმისთვის, რომ ენა სრულყოფილად იცოდე აუცილებელია წერა-კითხვა, მოსმენილის გაგება და საუბარი. ამ საკითხით edu.aris.ge დაინტერესდა.

დამატებითი რჩევები :

წაიკითხეთ დღეში მინიმუმ ნახევარი საათი

კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, სწორედ ის აშენებს ცოდნას, რაც უფრო მეტს წაიკითხავთ, მით უფრო გაგიუმჯობესდებათ კითხვის უნარი. წაიკითხეთ სხვადასხვა ჟანრი: რომანტიკული რომანი, სპორტული ჟურნალი, გაზეთი ან მექანიკური სახელმძღვანელო.

წერეთ

არ აქვს მნიშვნელობა რას დაწერთ. თუნდაც ჩაინიშნეთ დღის გეგმა ან დაწერეთ ნებისმიერი ამბავი. მთავარია, წერა უცხო ენაზე.

უსმინეთ

უყურეთ ფილმებს უცხო ენაზე. ეს სალაპარაკო უნარებს ბევრად გაგიუმჯობესებთ. აბსოლუტურად კონცენტრირდით, რათა ზუსტად გაიგოთ რას ამბობს და  როგორ ამბობს.

ისაუბრეთ ხმამაღლა

გამოკვეთილად წარმოთქვით თითოეული სიტყვა. ისაუბრეთ მეგობრების წრეში, რათა დარწმუნდეთ, რომ გასაგებად საუბრობთ. მოუსმინეთ ჯერ უცხო ენაზე, შემდეგ გაიმეორეთ თავად, ჩაიწერეთ თქვენი ხმაც და შეადარეთ ერთმანეთს. ასე თქვენს შეცდომებს მარტივად დაინახავთ. უყურეთ ფილმებს და ეცადეთ გაიმეოროთ ბოლო წინადადება. ყურადღება მიაქციეთ წინადადებების დამაკავშირებელ ფრაზებს და კარგად დაიმახსოვრეთ გამოთქმა. ასევე, ისწავლეთ როგორ გამოითქმის ესა თუ ის ეპითეტი, კომპლიმენტი.