ესპანეთში ქართველ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდგინდა

0
1476

მადრიდში ქართველ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდგინდა.

არქიმანდრიტ პიროს გოცირიძეს ვირუსის სიმპტომები 10 დღის წინ გამოუვლინდა, თუმცა მისი დაინფიცირების წყარო უცნობია. 

სასულიერო პირი “ფორმულასთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების გამო, ეკლესია ერთი თვის წინ დაიხურა და ონლაინ ლოცვებზე გადავიდა. ამ დროისთვის არქიმანდრიტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

“10 დღის წინ სიცხე მომცა. სახსრების ტკივილი მქონდა, სისუსტეს ვგრძნობდი და თავი მტკიოდა ძალიან. დაახლოებით 6 დღის წინ დამეწყო ტკივილი გულის მხარეში. სუნთქვის დროს მაწუხებდა. სამიყვანეს კლინიკაში და მითხრეს, რომ კოვიდ-19 მაქვს, უბრალოდ ძალიან იოლ ფორმებში. მსახურებები აღარ ტარდებოდა ტაძარში მთელი ეს პერიოდი და ონლაინ ლოცვებზე გადავედით”, – აღნიშნა მან.