ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ისევ ქართველი აირჩიეს

996

საქართველოს პარლამენტის წევრი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ისევ აირჩიეს. გადაწყვეტილება ბერლინში, საპარლამენტო ასამბლეის 27-ე სესიაზე მიიღეს.

გიგი წერეთელი ამ პოსტს 2017 წლის ნოემბრიდან იკავებს.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 27-ე სესიამ პრეზიდენტად ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი აირჩია. ამ მასშტაბის საერთაშორისო ორგანიზაციაში ეს ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლის ყველაზე დიდი წარმატებაა“,- ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში, რომელიც პარტიამ ბერლინში მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაავრცელა.

10 ივლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა აგვისტოს ომის რეზოლუციის პროექტი მიიღო