ვენა,რომი,პრაღა,ათენი – ნახეთ ACI EUROPE-ს ახალი კვლევა ქუთაისის ლიდერობის შესახებ

222

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2019 წლის თებერვალში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები ვენა და რომია.

2019 წლის თებერვლის მოთხოვნადი მიმართულებების ხუთეული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ გამოაქვეყნა.

რეიტინგის მოთხოვნად მიმართულებებს შორის კვლავ ვენა ლიდერობს. მეორე ადგილზე რომია, მესამე ადგილზე კი, პრაღა. ტოპხუთეულში მეოთხე მიმართულებაა ათენი, მეხუთე – მემინგენი.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წლის ჯამში 617 342 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52,5 პროცენტით მეტია. ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 პროცენტი ავიაკომპანია „ვიზეარმა“ გადაიყვანა (587,643 მგზავრი), რითაც საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი პირველად გახდა.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მგზავრთნაკადის ზრდით, ევროპის აეროპორტებში ქუთაისი ლიდერობს. ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI EUROPE) მონაცემებით, 2018 წელს ქუთაისი 52.5 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია იმ აეროპორტებს შორის, რომელთა მგზავრთნაკადი 5 მილიონზე ნაკლებია.