ვინც მე საქართველოდან გაქცეულ-გამაძღარი მიწოდოს… – გიორგი ქადაგიშვილი ხმამაღალი წერილით გერმანიიდან

1159

„გერმანია 800 ევროს არაფრის კეთებაში მიხდის, მანდ ვირივით მუშაობაში 350 ლარს ვიღებდი“, – ამის შესახებ გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე გიორგი ქადაგიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„გერმანია 800 ევროს არაფრის კეთებაში მიხდის, მანდ ვირივით მუშაობაში 350 ლარს ვიღებდი. ეს, იცით, რა არის? ეს უბრალო 800 ევრო არ არის, ეს არის მრავლისმთქმელი ფულის კუპიურები, ფაქტობრივი მტკიცებულება არსებული რეალობისა და კიდევ იმ ილუზიისა, რაშიც ქართველებს ასულდგმულებენ, ეს ნამდვილად არ არის ჩვეულებრივი თანხა, საქართველოს ხელისუფლების სირცხვილია და თუ როგორ და რატომ, ახლავე მოგახსენებთ. ამ თანხას, ანუ ქართულ ხალხურად რომ ვთარგმნო, 2400 ლარს მე გერმანიის ხელისუფლება ყოველთვიურად მიხდის და იცით, რაში? არაფერში. აი, ასე, არაფრის კეთებაში გერმანელები უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყოველთვიურად მიხდიან 2400 ლარს. მანდ 13 საათი ვირივით რომ ვმუშაობდი, მონად, რამდენს მაძლევდა საქართველოს ხელისუფლება, იცით? 350 ლარს, 13-საათიან სამუშაო დღეში თვიური ხელფასი მქონდა 350 ლარი. ახლა დავძაბოთ აბა, გონება და მივხვდეთ, რა ჯობია, უმუშევრად დებაში 2400 ლარის მიღება თუ 13 საათი ჩოკინა სახედარივით მუშაობა და 350 ლარის მიღება? და ესენი ეპატიჟებიან ემიგრანტებს საქართველოში? რომ ჩამოვიდე და გადავიდო ფეხი ფეხზე, არაფრის კეთებაში მომცემ მანდაც 2400 ლარს, საქართველოს ხელისუფალო? აა, ვერა? მაშინ სადღა მეპატიჟებით? რატომ მეპატიჟებით?

საქართველოდან წამოღებული მაქვს 60 თეთრი, დავხედავ ხოლმე და მახსენდება, როგორ არ მომცეს 1 ცალი პური მაღაზიაში, იმიტომ, რომ 20 თეთრი დამაკლდა, აი, ამ 60 თეთრს დავხედავ ხოლმე, ნოსტალგია როდესაც მომეძალება და უცბადვე მოვდივარ აზრზე, რომ არ უნდა მივქარო და ჯოჯოხეთში არ უნდა ჩავხტე ისევ თავით.

 გმადლობთ ყურადღებისათვის და ვინც მე საქართველოდან გაქცეულ-გამაძღარი მიწოდოს…“ – წერს გიორგი ქადაგიშვილი.

 

 

წყარო : wyaro