ვინ დაეხმარა იტალიაში ყელის არეში დაჭრილ საქართველოს მოქალაქეს

1043

იტალიაში, კერძოდ რომში, ავტობუსში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსში ერთმანეთს ორი კაცი დაუპირისპირდა.მაროკოელმა საქართველოს მოქალაქე ყელის არეში დაჭრა.

დაჭრილი საავადმყოფოში ავტობუსის იტალიელმა მძღოლმა გადაიყვანა. საქართველოს მოქალაქეს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მაროკოელი მამაკაცი პოლიციელებმა დააკავეს. მას განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წაუყენეს ბრალი.