ვინ მოკლა იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი თამარ მოდებაძე და რას ვარაუდობენ მისი ახლობლები

12793

ნეაპოლში საქართველოს მოქალაქემ ქართველი ქალი თამარ მოდებაძე მოკლეს . მოკლულის ფერწერული ტილოებით დაინტერესებული იყო დანიის ხელოვნების მუზეუმი, სადაც ქართველი მხატვრის ნამუშევარმა, “მისტიკური მზერა”, დიდი ინტერესი გამოიწვია. მისი ნახატი ევროპის ხელოვნების მუზეუმშია დაცული და “საუკეთესო ნამუშევართა კოლექციაშია” შეტანილი.3-დღიანი ძებნის შემდეგ მოკლულს მეგობრის სახლში მიაკვლიეს. ცხედარს წამების კვალი ემჩნევა. ახალგაზრდას დაზიანებები ხელებისა და კისრის არეში აქვს. მოკლულის ახლობლები ყვებიან, რომ პირველადი ინფომრაციით ქალი ჯერ აწამეს და შემდეგ მოკლეს. მან, სავარაუდოდ, მკვლელის სახლში ნახატი მიიტანა – დაკარგულია თანხა და საბუთები.

იტალიაში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, მკვლელმა ქვეყანა უკვე დატოვა და ის საქართველოშია.