“ვისაც ჩემი გადადგომა სურს არჩევნებში შემეჯიბრონ ” თეა წულუკიანი

6272

“თუ კი ამ რამდენიმე ორგანიზაციას ხელისუფლებაში ყოფნა, ჩემს ადგილას ყოფნა სურს, ამის საუკეთესო გზა პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებაა, იმისთვის, რომ ერთმანეთს არჩევნებში შევეჯიბროთ”, – თქვა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

8 ივნისს იუსტიციის სახლთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა, რომლითაც არასამთავრობოების ნაწილმა იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა.

აქციის მონაწილეებს შორის და-ძმა სუბელიანებიც იყვნენ. ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნას 6 ივნისს შეუერთდნენ. ორივე იუსტიციის სამინისტროდან წულუკიანის მინისტრობის დროს გაათავისუფლეს.

არასამთავრობოები პროკურორის შესარჩევ პროცესში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. იუსტიციის მინისტრმა, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები 4 ივნისს დაიწყო.