ზაალ სარაჯიშვილი საპენსიო სისტემაში ემიგრანტებისთვის უფლებების მინიჭების საკითხს აყენებს.

5463

მომავალი საპენსიო რეფორმა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევამდე, საქართველოს ტერიტორიაზე მუშაობის პერიოდში, პენსიის სავალდებულო დაგროვებას მოიაზრებს… რეფორმის პროექტი ემიგრანტების მიერ პენსიის სავალდებულო დაგროვებას არ მოიცავს, რადგან ემიგრანტები საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწევიან თავიანთ საქმიანობას, მათი შემოსავლის დაბეგვრა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით არის განსაზღვრული,საყურადღებოა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მათ უფლება აქვთ შექმნან საპენსიო დანაზოგი (მაგ. იტალია) ან ჰქონდეთ სოციალური დაზღვევა (მაგ. აშშ)

თუმცა, სამწუხაროდ დღეს ემიგრაციაში არიან საქართველოს მოქალაქეები (მათი რიცხვი არც ისე მცირეა), რომლებსაც არ გააჩნიათ სხვა სახელმწიფოში ლეგალური ცხოვრების უფლება და შესაბამისად, თავიანთი მუშაობით ვერც საპენსიო დანაზოგს ქმნიან და არც სოციალური დაზვევა გააჩნიათ, ხოლო რეფორმის განხორციელების შედეგად არც საქართველოში ექნებათ პენსიის დაგროვების შექმნის უფლება. ამიტომაც, გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციის ახალი რედექაციის მიხედვით საქართველო სოციალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება, აუცილებელია საქართველოს ახალ საპენსიო სისტემაში, ემიგრანტებს მიეცეთ უფლება:

სურვილისამებრ, ნებაყოფლობით შექმნან საპენსიო დანაზოგი, როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში.

თავისუფლად შეძლონ სხვა ქვეყანიდან საქართველოში საპენსიო დანაზოგის გადმოტანა, ეროვნულ ვალუტაში კონვერტაციის გარეშე.

ნებაყოფლობითი საპენსიო დანაზოგით ხელი შეეწყობა სამშობლოში დაბრუნებული საპენსიო ასაკის ემიგრანტის რეინტეგრაციასა და სწრაფ ადაპტაციას. 

ამას გარდა, საპანსიო ასაკს მიუღწეველ, დაბრუნებულ ემიგრანტს ექნება შესაძლებლობა საქართველოში გადმოიტანოს უცხოეთში დაგროვილი საპენსიო დანაზოგი და გააგრძელოს პენსიის დაგროვება–  აცხადებს მიგრაციის და დიასპორის საკითხების ექსპერტი, დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის პრეზიდენტი ზაალ სარაჯიშვილი.