ქართველი დიპლომატი უნგრეთმა ღირსების ორდენით დაჯილდოვა

193

   უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა კანდელაკი  უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პიტერ სიიარტოს წარდგინებითა და უნგრეთის პრეზიდენტის იანოშ ადერის განკარგულებით, ქართულ -უნგრული  ურთიერთობების

განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის კომანდორის ჯვრით – უნგრეთის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

საქართველოს ელჩს ღირსების ორდენი გადასცა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟოლტ ჩუტორამ.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის საგარეო უწყების და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.