ზვიად კვაჭანტირაძე:,,არავინ დავშავებულვართ,მანქანასაც ეშველება,დიდი მადლობა ყველას.!”

632

საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა. ავარია ზესტაფონში იმ დროს მოხდა, როდესაც “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი  ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარის ავტომობილს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი შეეჯახა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

 ,, საპირისპიროდ მომავალმა მანქანამ ჩქარი მოძრაობით გადაგვიჭრა გზა. დამუხრუჭება კი მოვასწარით, მაგრამ მაინც შევეჯახეთ. არავინ დავშავებულვართ. მანქანასაც ეშველება. დიდად არაფერი დაზიანებულა. იმდენი ზარი და მესიჯი მივიღე, რომ, რაღა დაგიმალოთ, ძაან გამიხარდა.  დიდი მადლობა ყველას –  განაცხადა საკუთარ სოციალური ქსელის საშუალებით ზვიად კვაჭანტირაძემ.