ზვიად კვაჭანტირაძე იმედოვნებს რომ მთავრობა ხელს შეუწყობს დიასპორულ ორგანიზაციებს

456

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამისა და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა გაიმართა. ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა საინტერესო იქნება ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის, ისევე როგორც საქართველოს ფარგლებს გარეთ მუდმივად მცხოვრები უცხოელი მოქალაქეებისთვის,რომელთაც ისტორიული კავშირები აქვთ საქართვე- ლოსთან.
კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა მომავალშიც ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების საერთო ინტერესების განხორციელებას, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას, დიასპორასთან საკითხებთან მიმართებით ადგილსამყოფელ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას.