ზვიად კვაჭანტირაძე: უცხოეთში მცხოვრებო,ქართველებო თქვენს გარეშე საქართველოს ფასი არა აქვს

3123

უცხოეთში მცხოვრებო ქართველებო თქვენს გარეშე საქართველოს ფასი არა აქვს- ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს საქართველოს პარლამენტში აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატში, წმინდა გიორგი ხანძთელის ეკლესიასთან არსებულ ბავშვთა ქართულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „იბერიელების” წევრებთან შეხვედრისას გააკეთა. ზვიად კვაჭანტირაძემ და კომიტეტის წევრებმა სვეტლანა კუდბამირაკლი მეზურნიშვილმა,შოთა შალელაშვილმა ანსამბლის წევრებსა და მის ხელმძღვანელს საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს ხოლო თავის მხრივ, გოჩა მაღლაკელიძემ ანსამბლის სახელით, ზვიად კვაჭანტირაძეს მადლობის სიგელი გადასცა.

იმაში, რომ ეს ბავშვები ქართულად ასე კარგად მეტყველებენ, იმაში, რომ მათში ქართული სული და გული ცოცხლობს, მათ მშობლებთან ერთად თქვენი დიდი წვლილიცაა, რაც ნამდვილად დასაფასებელია და მსურს ამისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი კოლეგებისა და პარლამენტის სახელით“, – განუცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ  ანსამბლის ხელმძღვანელს იმ დიდი შრომისა და თავდადებისათვის, რის შედეგადაც ამერიკაში დაბადებული ქართველები მშობლიურ ქართულ კულტურას, ქართულ ფოლკლორს აზიარა. 

თქვენი სტუმრობა თქვენს ისტორიულ სამშობლოში, თქვენი მშობლების სამშობლოში, სადაც ისინი დაიბადნენ, გაიზარდნენ, მართლაც მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოგზაურობა სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ. იგი ყოველთვის იქნება თქვენთვის სამომავლოდ სტიმული იმისათვის, რომ ხშირად დაბრუნდეთ საქართველოში, იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა იცოდეთ – თქვენ ხართ ჩვენი ნაწილი, თქვენს გარეშე საქართველოს ფასი არა აქვს, თქვენ ხართ ის ადამიანები, ის ახალგაზრდები, რომლებზედაც საქართველოს მომავალი არის დიდად დამოკიდებული. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ის სიყვარული, რომელსაც გამოხატავთ თქვენს ხელოვნებაში, კიდევ უფრო მეტად დაგაკავშირებთ საქართველოსთან და შეგაძლებინებთ ამ ქვეყნისთვის ძალიან კარგი ბევრი საქმის გაკეთებას“, – მიმართა ანსამბლის წევრებს ზვიად კვაჭანტირაძემ.