ჰერბერტ კიკლის ინიციატივით შესაძლოა თავშესაფრის განაცხადების მიღება ევროპის ტერიტორიაზე შეიზღუდოს

1083

ავსტრიაში დღეს ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები მიგრაციულ პოლიტიკას განიხილავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

შეხვედრა ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში გაიმართება. მინისტრები მიგრაციულ პრობლემებთან გასამკლავებლად საერთო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელებენ.

იმის მიუხედავად, რომ 2015 წლის შემდეგ მიგრანტთა ნაკადი ევროპაში მნიშვნელოვნად შემცირდა, აღნიშნული საკითხი ევროკავშირისთვის კვლავ გამოწვევას წარმოადგენს და ექვსთვიან პერიოდში ევროკავშირის საბჭოში ავსტრიის თავმჯდომარების მთავარი თემა იქნება.

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰერბერტ კიკლი გამოდის ინიციატივით, რომ მიგრანტებმა ევროკავშირში თავშესაფრის მინიჭების განაცხადები ევროპის ფარგლებს გარეთ წარადგინონ.