თბილისში სამთავრობო უწყებებში დამნაშავეს ეძებენ – საფრანგეთის ქართული სათვისტომო კი კვლავ ძეგლის დადგმას ელოდება

1988

თბილისში სამთავრობო უწყებებში დამნაშავეს ეძებენ თუ მიზანმიმართულად მოქმედებენ, როგორც ერთ-ერთ მიმართვაში საფრანგეთის ქართველთა სათვისტომოს თავკაცი ოთარ  ზურაბიშვილი წერს გაურკვეველია თუმცა,  საფრანგეთის ქართული სათვისტომო კვლავ ძეგლის დადგმას რომ ელოდება ეს დადგენილია. უმოქმედობა თუ ემიგრაციის მიმართ გამოჩენილი უყურადღებობაა მიზეზი ქართული სახელმწიფოს მხრიდან, ისტორიული დიასპორის ინიციატივის მიმართ ეს ჯერ კიდევ დადგენილი არაა, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება რომ თვეზე მეტია, დასადგმელად გამზადებული მერანის ძეგლი საწყობში ინახება. ქანდაკება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ემიგრანტების ხსოვნას ეძღვნება და მისი იდეაც საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს ეკუთვნის.

ძეგლი სიმბოლურად საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავზე უნდა გახსნილიყო, თუმცა, ღონისძიებაზე დაპატიჟებულ სტუმრებს პედისტალი ცარიელი დახვდათ.

უკვე ერთი თვეა, სახელმწიფო უწყებებმა ვერ გაარკვიეს, ვინ არის დამნაშავე ძეგლის გახსნის დაგვიანებაში.

მერანი სიმბოლურად პირველი რესპუბლიკის ბაღში უნდა აღმართულიყო. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ძეგლის დადგმამდე შესასრულებელი ტექნიკური სამუშაოები.

სახელმწიფო უწყებები ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ. კულტურის სამინისტროში ამბობენ, რომ ძეგლის დადგმის საკითხი მერიაში მოგვარებულია. ბიუროკრატიული პროცედურების გაჭიანურება საგარეო საქმეთა სამინისტროს დაბრალდა, თუმცა, უწყებაში გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებლობას ისევ მერიას აკისრებენ.

 იხილეთ რეპორტაჟიც დიასპორის ინიციატივის მიმართ სახელმწიფო უწყებების მხრიდან გამოჩენილი მორიგი უყურადღებობის შესახებ:

http://rustavi2.ge/ka/news/107158