თეონა ნაცვალაძე ემიგრანტებს მიმართავს

7295

ქართველი ემიგრანტი თეონა ნაცვალაძე ლიეჟში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ შეკრებას ეხმაურება.

ჩვენი სახელით ნუ ლაპარაკობს მიშა!!! ჩვენ მან გაგვხადა ემიგრანტები.წაგვართვა ყველაზე საუკეთესო წლები ჩვენი ცხოვრებიდან.9 წლის მანძილზე რატომ არ დაგვპატიჟა სახლში?.ამ ემიგრანტების ტვინში ჩამახედა…ერთად სახლშიო რომ გეუბნებათ.ოჯახის წევრები რომ დაგეღუპათ,წლობით უნახავი შვილებს რომ დაგანატრათ.სკაიპებით რომ გაიცანით თქვენი მომავალი თაობა,შვილიშვილები,რძლები,სიძეები,მაშინ სად იყო მიშა?!…ჩამოწერილ საზოგადოებას რომ გიწოდებდათ და გაუნათლებლებს,იმიტომ წავიდნენ მონებად საკმარისი განათლება არ ქონდათო რომ დამკვიდრებულიყვნენ სამშობლოშიო.უმაღლესი განათლებაც მქონდა მაგრამ ელიტარულ ნეპოტიზმში და კორუფციაში სად უნდა გვენახა სამსახური?..ტირანია მეფობდა ქვეყანაში.ეხლა ითხოვს ჩვენს შემოწირულობას? რა სინდისით? რთული ყოფილა ხომ სამშობლოს დატოვება…რომ ვერ ბრუნდები უკან? გამოსცადა თავის თავზე და ეხლა გახდა ,,სულიდარული,,? მატყუარა! ნუ გახდებით ემიგრანტებო ბრმა იარაღი მის ხელში..მას ფარად სჭირდებით რომ მიაცილოთ საქართველოში და ისევ დაგიკიდებთ როგორც აქამდე ეკიდეთ.კიდევ კარგი ვიზა ლიბერალიზაცია დაუშვეს და შეძელით თქვენი შვილების ჩამოყვანა თორემ, ეხლა თვარცრემლიანი გაათენებდით სხვის ჭერქვეშ, უამრავ ღამეს შვილებზე დანატრელული!! მე მინახავს კადრები როცა დედამ 13 წლის უნახავი შვილი ჩამოიყვანა ამ ვიზა ლიბერალიზაციის პროგრამით და შვილი ვერ იცნო.ემოციებისგან გულ წასული და შეწუხებული დედები მინახავს.დროა ბოლო მოეღოს ემიგრანტებით მანიპულირებას და ჩვენი სახელის გამოყენებას! არ ვიმსახურებთ..!!! ჩვენ ვართ საქართველოს საზოგადოების დაღლილი ნაწილი რომლებსაც, დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში და აღმშენებლობაში.

„ხალხო! ჩვენი სასიქადულო ხელისუფლების მორიგი წარმატება! ჯერ ის არ გვყოფნიდა მთელი ქვეყანა ევროპაში რომ ვართ გახიზნულები ლუკმაპურის საშოვნელად და ისიც არ ვიცით აქედან როდის გამოგვაპანღურებენ და ლიეჟში ჩვენს თვალწინ „ნაციონალების“ შეკრებისთვის თუ რაღაც ჭირს რომ მართავენ! წყეული ძლოკვი დათა ახალაია და ნაძირალა კოდუა დახვდნენ მკვლელ გია უდესიანს! დიახ ხარძიანის მკვლელ გია უდესიანს! ვინც ჩვენ სული ამოგვხადა! გასაქცევად გაგვიხადა საქმე, ისინი დაიარებიან თავისუფლად და ჩვენ მონებად ქცეულები დავეხეტებით აქეთ-იქით!

 

რაიმე მოვიმოქმედოთ ხალხო! რატომ არ იჭერენ ამ ხალხს! სად ხართ! რატომ გძინავთ ქართველებო!“ – წერს თეონა ნაცვალაძე.