თინა კანდელაკის შეფასებით გიორგი გახარია პრაგმატული პოლიტიკოსია

246

რუსეთში მცხოვრები ცნობილი ჟურნალისტი თინა კანდელაკი საქართველში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას ეხმაურება და მიიჩნევს რომ, გიორგი გახარია მიხიელ სააკაშვილი პრინციპული მოწინააღმდეგეა. ამის შესახებ თინა კანდელაკმა ტელეგრამზე დაწერა. მისივე თქმით, გახარიამ განათლება რუსეთში მიიღო და ის დასავლეთის ბრმად მიმდევარი არ იქნება.

„ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილისთვის დიდი დარტყმა იქნება, რადგან გახარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პრინციპული მოწინააღმდეგეა.

მიუხედავად ამისა, იგი ერთმნიშვნელოვნად არ იქნება ორიენტირებული მოსკოვისკენ, თუმცა იგი არ იქნება დასავლეთის ბრმად მიმდევარი.

დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, პრაგმატიზმი და საღი აზრი, კვლავაც დიდ როლს ითამაშებს  რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების აღდგენაში“, – თქვა თინა კანდელაკმა.