თურქეთში საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მყოფ ემიგრანტს კლინიკაში დამატებითი პრობლემები შეექმნა

0
1453

აისი – დახმარებისა და თანადგომის ქართული ასოციაცია განცხადებას ავრცელებს სადაც იზმირში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის სავალალო მდგომარეობის შესახებ იტყობინება ორგანიზაციის განცხადებით საქართველოს მოქალაქე ეთერ კახიანი ,რომელიც წლებია ემიგრანტია და არალეგალურად მუშაობდა ქალაქ იზმიტის ერთ-ერთ ოჯახში დამხმარედ, როგორც ორგანიზაცია იტყობინება აგვისტომდე დაზღვევა გააცნდა თუმცა, რამდენიმე დღის წინ როდესაც ინსულტი მიიღო , ჩაუტარდა პირველადი დახმარება იზმიტის მთავრობის საავადმყოფოს რეანიმაციაში,რამოდენიმე საათის შემდეგ კი გადაყვანილ იქნა მედიკალ პარკის რეანიმაციაში, სადაც ჩაუტარდა მკურნალობა თუმცა დაზღვევის არ ქონის გამო თურქული კლინიკა ისეთი რაოდენობის თანხას ითხოვს რაც ემიგრანტს არ გააჩნია, ორგანიზაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ემიგრანტებს მიმართავს:

საზღვარგარეთ მყოფო ემიგრანტებო!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
უსათუოდ გქონდეთ სამუშაო ვიზა და სოციალური დაზღვევა.
ქალბატონი ეთერი კახიანი ,რომელიც, წლებია ემიგრანტია, არალეგალურად მუშაობდა ქალაქ იზმიტის ერთ-ერთ ოჯახში დამხმარედ და აგვისტოს თვემდე ქონდა დაზღვევა. სამი დღის უკან ,სავადმყოფოში გადამოწმების მიზნით მიჰყვა იმ ქალბატონს, ვისაც უვლიდა. ამ დროს თავად ქალბატომა ეთერიმ მიიღო ინსულტი, ჩაუტარდა პირველადი დახმარება იზმიტის მთავრობის საავადმყოფოს რეანიმაციაში,რამოდენიმე საათის შემდეგ გადაიყვანეს მედიკალ პარკის რეანიმაციაში, მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. სტანბულის საკონსულო დაუკავშირდა ოჯახის წევრებს, მათ შეძლეს ჩამოსვლა, სამწუხაროდ გადასახდელი თანხის რაოდენობა სოლიდურ თნხას შეადგენს რომელიც ყოველ დღიურად იზრდება, თანხის გადახდა არანაირად არ შეუძლია ოჯახს. არ ვიცი როგორ დაეხმარება საქართველოდან ჯანდაცვის სამინისტრო თუ დიასპორა. არ მინდა ესეთი გამწარებული ვნახო ჩემი თანამემამულე, სული ამტკივდა, როცა 24წლის შვილი იდგა და დედაზე და მის გადასახდელ თანხაზე მალავდა ცრემლებს. ემიგრანტებო, გახსოვდეთ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ბიუროკრატიულად. ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.