თქვენს კოლეგებთან შეხვედრებისას ერთ-ერთ სასაუბრო პუნქტად ყოველთვის უნდა იყოს ჩვენი დიასპორის საკითხები – ზვიად კვაჭანტირაძე დავით ზალკანიანს

677

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამისა და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა გაიმართა. ზვიად კვაჭანტირაძემ  საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკანიანს ინიციატივით მიმართა  რომ ,, მთავრობისა თუ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების საზღვარგარეთ ვიზიტების ფარგლებში, ყველა ოფიციალური შეხვედრის დროს, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც ჩვენ გვყავს ქართული ემიგრაცია, ერთ-ერთ სასაუბრო პუნქტად ყოველთვის უნდა იყოს დიასპორასთან ურთიერთობების საკითხები, რადგან დიასპორისა და ემიგრაციის ინტერესიც ძალიან დიდია საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ“, აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.