იმედი მაქვს გამოფენის fiera del levante -ის ორგანიზატორები სეპარატისტების თვითნებობას აღარ დაუშვებენ – აცხადებს თეონა კასარელი

373

8 სექტემბრს, ქ. ბარიში ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა ,,Fiera del Levante’’ გაიხსნება. იტალიაში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით, გამოფენაზე, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს პავილიონიც იქნება წარმოდგენილი, გამოფენა 16 სექტემბრამდე გაგრძელდება.       როგორც ცნობილია წინა წლებში აღნიშნულ გამოფენებზე აქტიურად მონაწილეობდნენ აფხაზეთის არ აღიარებული სეპარატისტული ხელისუფლების შესაბამისი უწყებები და წარმოადგენდნენ საქართველოს ამ კუთხის, როგორც დამოუკიდებ სახელმწიფოს კულტურულ, ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალს.  – ,, ძალიან მნიშვნელოვანია , ბოლო წლებში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლობა, ინტესიურად მონაწილეობდა ბარის ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაზე ( ,, fiera del levante,, ). წელს საქართველოს ექნება თავისი პავილიონი და იმედი მაქვს, გასულ წლებში, ჩვენი საელჩოს მიერ ოფიციალურად დაფიქსირებულ პროტესტს შედეგი მოყვება და სეპარატისტების თვითნებობას, გამოფენის ორგანიზატორები აღარ დაუშვებენ.” აცხადებს იტალიაში მცხოვრები თეონა კასარელი და იხსენებს რომ :,,ზოგადად იტალიაში აქტიურად მუშაობს დე-ფაქტო აფხაზეთის რამდენიმე ორგანიზაცია , როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზენტაციაზე და არა მარტო.. მატერაში, სავაჭრო პალატამ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლობა მიიღო და მათ შორის გრძელვადიან, სამომავლო უთიერთთანამშრომლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. ხოლო კაპურსოში(ბარის პროვინცია) საპატიო კონსულიც კი აირჩიეს, თავიდან ეს ყველაფერი არასერიოზული ამბავი მეგონა მე პირადად თუმცა,ცოტა ხნის წინ ვნახე, სერიოზული წარმომადგენლობა ამ არასერიოზული კაპურსოელი უსაქმური კაცის სახლში. ცალკე ვიკიპედია მუშაობს და ინფორმაციის ზღვა მასალა, რუსულიდან თარგმნილი, პროპაგანდისტული, ცრუ ინფორმაციებით სავსე, ფაქტიურად ამზადებს სერიოზულ ნიადაგს სამომავლო გეგმებისთვის.” -ამბობს ჩვენთან საუბრისას ის.