იმ ემიგრანტებსაც შეგვხვდით ვისაც ბევრი სათქმელი გვაქვს

1232

თქვენ იღებთ თქვენ წილ პასუხისმგებლობას რაც შეიძლება მოყვეს თქვენ ტაშის დაკვრას??? ყველაზე დიდი უბედურება რაც ამ კაცმა ჩვენ ემიგრანტებს დაგვმართა, ისედაც გადახვეწილები, ოჯახებს მოშორებულები ერთმანეთს გადაგვკიდა, ესაა ჩემთვის ყველაზე დიდი უბედურება. ემიგრანტებზე დგას ჩვენი ქვეყანა და ყველამ მოაშორეთ ბინძური ხელები – ასე მიმართავს ქართველი ემიგრანტი  ხათო ბარათაშვილი ”ფეისბუქზე” საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.

ამასთან, იგი დღევანდელ მთავრობასაც მოუწოდებს, რომ გამოვიდეს კოჰაბიტაციის მდგომარეობიდან და ხალხს მოუსმინოს, რათა კიდევ ერთხელ არ განმეორდეს საქართველოში ”ვარდების რევოლუცია”.

”რა დაგიშავა ჩემმა ქვეყანამ ესეთი დაპირისპირებისკენ თქვენი ამბიციების დასაკმაყოფილებლად ყველაფერზე რომ მიდიხართ, ეს წერილი არ ვიცი რამდენად მოვა თქვენ ყურამდე იმედს ვიტოვებ მოგახსენებენ. ბატონო მიხეილ თუ ესეთი მაგარი ხართ, თუ არაფრის არ გეშინიათ სკაიპით კი არა დაჯექით თვითმფრინავში, თუ ბილეთის ფული არ გაქვთ ჩვენ ემიგრანტები ავაგროვებთ ბილეთის ფულს და გაგამგზავრებთ იქ სადაც აუცილებლად უნდა აგოთ პასუხი იმ დანაშაულებებზე რაც ქართველ ერს მოუწყვეთ. ბატონო მიხეილ იმ ემიგრანტებსაც შეგვხვდით ვისაც ბევრი სათქმელი გვაქვს და თანაც დასაბუთებულად,, მე პირადად მოგიყვებით და გაგახსენებთ, თქვენი პრეზიდენტობის დროს, რამდენ დედას ჩააცვით სამუდამოდ შავები, ერთადერთი შვილები რომ ყავდათ და ცხოვრებას მაშინ იწყებდნენ და უხაროდათ სიცოცხლე ბატონო მიხეილ!!! მე მოგიყვებით იმ ადამიანზე ვინც ესე გძულთ და ქვეყნის დამაქცევადგამოჰყავთ, რამდენი ადამიანი ყავს გადარჩენილი,რამდენის ცხოვრება შეცვალა ბედნიერებისკენ, რამდენ შვილს უცოცხლა დედა, რამდენი ადამიანი დააპურა და მკურნალობა დაუფინანსა, რამდენი ეკლესია მონასტრები აღადგინა, როგორ აფინანსებდა პოლიციას, ჯარს, თქვენგან გარიყულ ინტელიგენციას და ეს ყველაფერი მაშინ როცა თქვენ ბრძანდებოდით საქართველოს პრეზიდენტი, ეს სია იმდენად დიდი და ღვთისგან დალოცვილია, თქვენ ბატონო მიხეილ ნერვები არ გეყოფათ ბოლომდე მომისმინოთ.

და ყველაზე მნიშვნელოვანი მე როგორც ერთი თქვენი მოწინააღმდეგე,, დაუშვათ ერთი პროცენტი თქვენი მობრუნების მთავრობაში, ზუსტად ვიცი ჩემი ქვეყნის მზე ჩემთვის აღარასოდეს ამობრწყინდება, ან უბედური შემთხვევის მსხვერპლი გავხდები.

და ვეკითხები იმ ემიგრანტებს, მეც ემიგრანტი თქვენ იღებთ თქვენ წილ პასუხისმგებლობას რაც შეიძლება მოყვეს თქვენ ტაშის დაკვრას??? ყველაზე დიდი უბედურება რაც ამ კაცმა ჩვენ ემიგრანტებს დაგვმართა, ისედაც გადახვეწილები, ოჯახებს მოშორებულები ერთმანეთს გადაგვკიდა, ესაა ჩემთვის ყველაზე დიდი უბედურება. ემიგრანტებზე დგას ჩვენი ქვეყანა და ყველამ მოაშორეთ ბინძური ხელები.

საქართველოს მთავრობავ ბოლოს და ბოლოს გამოდით კოჰაბიტაციიდან და ხალხს მოუსმინეთ, ჩვენი ქვეყანა ვეღარ გადაიტანს კიდევ ერთ,, ვარდების რევოლუციას “. უფალმა დაიფაროს ჩვენი საქართველო”, – წერს ემიგრანტი სოციალურ ქსელში.

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ემიგრანტი ხათო ბარათაშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საყურადღებოდ facebook-ის პირად გვერდზე ვრცელს წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

მოგესალმებით, არც გამოჩენილი ადამიანი ვარ, არც პოლიტიკურად ანგაჟირებული, ერთი უბრალო ქართველი ემიგრანტი ვარ, რომელიც, მიხეილ სააკაშვილს მივმართავ:

 

რა დაგიშავა ჩემმა ქვეყანამ ასეთი, დაპირისპირებისკენ, თქვენი ამბიციების დასაკმაყოფილებლად ყველაფერზე რომ მიდიხართ. ეს წერილი არ ვიცი რამდენად მოვა თქვენ ყურამდე, იმედს ვიტოვებ, მოგახსენებენ. ბატონო მიხეილ, თუ ასეთი მაგარი ხართ, თუ არაფრის არ გეშინიათ, „სკაიპით“ კი არა, დაჯექით თვითმფრინავში, თუ ბილეთის ფული არ გაქვთ, ჩვენ ემიგრანტები ავაგროვებთ ბილეთის ფულს, და გაგამგზავრებთ იქ, სადაც აუცილებლად უნდა აგოთ პასუხი იმ დანაშაულებებზე, რაც ქართველ ერს მოუწყვეთ. ბატონო მიხეილ იმ ემიგრანტებსაც შეგვხვდით, ვისაც ბევრი სათქმელი გვაქვს და თანაც დასაბუთებულად. მე პირადად მოგიყვებით და გაგახსენებთ, თქვენი პრეზიდენტობის დროს, რამდენ დედას ჩააცვით სამუდამოდ შავები, ერთადერთი შვილები რომ ჰყავდათ და ცხოვრებას მაშინ იწყებდნენ და უხაროდათ სიცოცხლე, ბატონო მიხეილ! მე მოგიყვებით იმ ადამიანზე, ვინც ასე გძულთ და ქვეყნის დამაქცევრად გამოჰყავთ, რამდენი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი, რამდენის ცხოვრება შეცვალა ბედნიერებისკენ, რამდენ შვილს უცოცხლა დედა, რამდენი ადამიანი დააპურა და მკურნალობა დაუფინანსა, რამდენი ეკლესია მონასტრები აღადგინა, როგორ აფინანსებდა პოლიციას, ჯარს, თქვენგან გარიყულ ინტელიგენციას და ეს ყველაფერი მაშინ როცა თქვენ ბრძანდებოდით საქართველოს პრეზიდენტი, ეს სია იმდენად დიდი და ღვთისგან დალოცვილია, თქვენ ბატონო მიხეილ ნერვები არ გეყოფათ ბოლომდე მომისმინოთ.

 

და ყველაზე მნიშვნელოვანი, მე როგორც ერთი თქვენი მოწინააღმდეგე, დავუშვათ ერთი პროცენტი თქვენი მობრუნების მთავრობაში, ზუსტად ვიცი, ჩემი ქვეყნის მზე ჩემთვის აღარასოდეს ამობრწყინდება, ან უბედური შემთხვევის მსხვერპლი გავხდები“.

 

და ვეკითხები იმ ემიგრანტებს, თქვენ იღებთ თქვენ წილ პასუხისმგებლობას რაც შეიძლება მოყვეს თქვენ ტაშის დაკვრას? ყველაზე დიდი უბედურება რაც ამ კაცმა ჩვენ ემიგრანტებს დაგვმართა, ისედაც გადახვეწილები, ოჯახებს მოშორებულები ერთმანეთს გადაგვკიდა, ესაა ჩემთვის ყველაზე დიდი უბედურება. ემიგრანტებზე დგას ჩვენი ქვეყანა და ყველამ მოაშორეთ ბინძური ხელები.

საქართველოს მთავრობავ ბოლოსდაბოლოს გამოდით კოჰაბიტაციიდან და ხალხს მოუსმინეთ, ჩვენი ქვეყანა ვეღარ გადაიტანს კიდევ ერთ „ვარდების რევოლუციას“.

უფალმა დაიფაროს ჩვენი საქართველო“, – წერს ბარათაშვილი.