ინტერვიუ საპატიო თანამემამულესთან-ქეთევან ბაღათურიას ქართულ-შვედური პორტრეტი

1197
  DIASPORA.GE დაარსებიდან დღემდე მუდმივად ცდილობს მთელს ქართულ დიასპორას და საქართველოს გააცნოს საკუთარი ღვაწლით და შემოქმედებით გამორჩეული ჩვენი საპატიო თანამემამულეები, მათი აზრები და შეხედულებები დიასპორისა და მთელი ქართული საზოგადოებისათვის აქტუალურ საკითხებზე. დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარი, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ქალთა ორგანიზაცია დეიზის დამფუძნებელი ქ-ნი ქეთევან ბაღათურია გვესაუბრება
 სტოკჰოლმში მე და ჩემმა მეგობარმა ხათუნა კაკურიამ  2014 წელს ჩამოვაყალიბეთ ქალთა ორგანიზაცია დეიზი(Daisy) რომლის მიზანიც იყო ის რომ აქ მყოფი და ახლად ჩაომოსული ქალბატონებისთვის გაგვეწია ინფორმაციული და პრაქტიკული დახმარება სხვადასხვა საკითხებში. პირველ რიგში ქალთა უფლებების გაცნობა იყო მნიშვნელოვანი ამ ქალბატონებისთვის რომ სწორი გზით და მიმართულებით მომხდარიყო მათი ინტეგრირება შვედურ საზოგადოებაში.
არ შემიძლია არ ავღნიშნო ის დახმარება და გვერდში დგომა, რომელიც საქართველოს ყოფილმა ელჩმა ბატონმა კოტე ქავთარაძემ გაგვიწია ამ საქმეში და სწორედ ბატონი კოტეს დახმარებით მოხდა ჩვენი წარდგენა შვედური საზოგადობის წინაშე. რა თქმა უნდა არ არის იოლი გავუმკლავდეთ ყველა გამოწვევას რომელიც როგორც იცით უამრავია,  მითუმეტეს ჩვენ გვაქვს არაკომერციული ქალთა ორგანიზაცია რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა თანხების მოძიება და პროექტების დაფინანსებაა.   ამიტომ ვწერთ პროექტებს და ვაგზავნით შესაბამის ორგანიზაციებში. თუ ამ ორგანიზაციებმა მისაღებად მიიჩნიეს ჩვენს მიერ წარდგენილი პროექტი ამის მერე ხდება თანხების გამოყოფა. აქტიურად ჩვენ ჩვენი საქმიანობის განხორციელებას ამ თანხებით ვახერხებთ. პარალელურად აქ სტოკჰოლმში შევქმენით ქართული ბიბლიოთეკა და ამ საქმეშიც პირველადი დახმარება ბატონმა კოტე ქავთარაძემ გაგვიწია. ანუ წიგნების პირველი ნაკადის გამოგზავნას ბატონი კოტე ხელმღვანელობდა. ასევე დიდი დახმარება გაგვიწია ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა ბატონ გიორგი კეკელიძემ ,აკაკი კენჭოშვილმა და ჩემმა უახლოესმა მეგობარმა მანანა ოთინაშვილმა. ბიბლიოთეკის შემდეგ ჩამოვაყალიბეთ ჩვენს ორგანიზაციასთან არსებული ბავშვთა სიმღერისა და ცეკვის ნსამბლი ,,ფესვები”, რომლისთვისაც  დღესდღეობით ძალიან გვჭირდება ქართული ხალხური საკრავები და სამოსები,  მაგრამ ჯერჯერობით არ გადმოუციათ. ვფიქრობ სწორედ აი ესეთი სახის დახმარებები ნამდვილდ უნდა გაძლიერდეს სახელმწიფოს მხრიდან.
 ქ-ნო ქეთევან , ემიგრანტები ხშირად ეხმარებიან საქართველოში მყოფ გაჭირვებულ თანამემამულეებს, რითაც თქვენი ორგანიზაციაც განსაკუთრებულად გამოირჩევა, თქვენი აზრით საჭიროა თუ არა ერთი საერთო საქველმოქმედო ფონდის შექმნა, რომელშიც მსოფლიოში მყოფი ემიგრანტები გაერთიანდებოდნენ და ყოველთვიური შემოწირულობებით , ერთიანი ძალებით დაეხმარებოდნენ გაჭირვებულებს?
– მადლობთ ესეთი შეფასებისთვის. ჩვენ შეძლებისდაგვარად მართლაც ვცდილობთ დავეხმაროთ იმ ოჯახებს და ბავშვებს რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან. ზოგჯერ საკუთარი თანხებით ზოგჯერ ორგანიზაციის დაფინანსებიდან და ასე შემდეგ. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს ქალთა საბჭოსთან რომლის აღმასრულებელი დირექტორი გახლავთ ქალბატონიეთევან გაბრუაშვილი, რომელიც გახლვთ ჩვენი ნდობით აღჭურვილი პირი და ამ ქალბატონის მეშვეობით ვახდენთ სხვადასხვა ქველმოქმედებების განხორციელებას. თუმცა საერთო საქველმოქმედო ფონდის შექმნა არ იქნებოდა ურიგო თუ თანხები დანიშნულების ადგილზე სწორად მივა. უბრალოდ ესე ყოველთვიური გადასახადი შეიძლება ცოტა რთული იყოს რიგი ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც თავად არააა აქვთ ყოვლეთვიური დაფინანსება.

 

– როგორ ფიქრობთ ემიგრანტ ქალთა აქტივობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც შვედეთში ისე საქართველოში რამდენად არის წახალისებული და რა ნაბიჯებია ამ მხრივ გადასადგმელი?

– შვედეთი ზოგადად ძალიან ლიბერალური ქვეყანაა  და ადამიანის უფლებები ძალიან მაღალ დონეზე დგას, მითუმეტეს ქალთა უფლებები ძალიან მკაცრად არის დაცული, გამომდინარე აქედან ზოგადად ძალიან ძლიერია ქალის როლი შვედურ საზოგადოებაში. მე არ მგონია იგივე ითქვას საქართველოზე, სადაც ქალი ბევრჯერ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხდება. იცით მე არც გამიგია თუ არსებობს ქალთა ბევრი ორგანიზაციები საქართველოში.მასიურად და სისტემატიურად უნდა ტარდებოდეს სხვადასხვა ლექციები და ხდებოდეს ქალბატონებისთვის მათი უფლება-მოსილების გაცნობა და ასე შემდეგ.აქ შვედეთში არ არსებობს ტაბუდადებული თემა როელზეც ჩვენ ქალბატონებს არ შეგვიძლია მსჯელობა და საუბარი. ძალიან კარგი იქნებოდა ხდებოდეს საქრთველოში და საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქალბატონების შეხვედრები ურთიერთობები აზრთა გაცვლები და ასე შემდეგ. ასევე ვფიქრობ რომ ხელისუფლებაში მეტი რაოდენობით უნდა იყვნენ ქალბატონები წარმოდგენილი.

-ქ-ნო ქეთევან, რას ფიქრობთ რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ემიგრანტებისთვის ნებაყოფლობითი დაგროვებითი საპანსიო ფონდის შეთავაზება საქართველოს ახალ საპენსიო სისტემაში? 

-აქ შვედეთში ჩვენ გვაქვს ნებაყოფლობითი დაგროვებითი საპანსიო ფონდი. მე არ ვიცნობ ევროპის სხვა ქვეყნების საპენსიო სისტემას ამიტომ მიჭირს ცოტა შეფასება. მე პირადად არ გავიკეთებდი საქართველოში საპენსიო ფონდს გამომდინარე არასტაბილური ეკომნომიკირი და პოლიტიკური სიტუაციებიდან.

– რას ფიქრობთ ღვაწლმოსილი ემიგრანტების, საქართველოს მხრიდან მათ დასაფასებლად დაწესდეს სპეციალური ჯილდო და წელიწადში ერთხელ მაინც დაჯილდოვდნენ ღირსეული თანამემამულეები?
 – რაც შეეხება ღვაწლმოსილი ემიგრანტების დაჯილდოებას და მათი ამ მხრივ წახალისება არაჩვეულებრივი აზრია. თუ რა თქმა უნდა ეს არ მოხდება შერჩევითი პოლიტიკით და დირექტივებით, ანუ ვგულისხმობ იმას რომ მართლა ღირსეულები უნდა დაჯილდოვდნენ. მცირდი დაფასებაც კი უდიდესი სტიმულატორია.
– როგორ საქართველოს ისურვებდით და რა მთავარი სათქმელი  გაქვთ უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის?
 – პირველ რიგში საზღვრებ აღდგენილ, გაერთიანებულ, გამთლიანებილ საქართვლოს ვინატრებდი. ვინატრებდი ისეთ ძლიერ ქვეყანას როგორიც შვედთია თავისი ღირებულებებით, კანონის ფარგლებში მოქცეული დემოკრატიით. ძლიერი, კომპეტენტური ადამიანებისგან შემდგარ ხელისუფლებას, დაცულ სახელმწიფოს და გამომდინარე აქედან თავის ქვეყანაში პოლიტიკურად და სოციალურად დაცულ ხალხს. აი ესეთ საქართველოს ვინატრებდი. უსაზომოდ მიყვარს შვედეთი, რომელმაც ბევრი რამ მომცა და მასწავლა. უამრავი შესაძლებლობები მომცა არამარტო მე არამედ მთელ ჩემ ოჯახს. არასოდეს მიფიქრია ვაიმე მე ემიგრანტი ვარ. ამიტომ შვედეთი ჩემი ნაწილია, მაგრამ საქართველო ჩემი ფუძეა ჩემი ტკივილი და სიხარულია, ჩემი სისხლი და ხორცია. ამიტომ მინდა აყვავდეს და გაბრწყიდნეს. ემიგრამტებს კი ვეტყოდი იმას რომ სიკეთის კეთებას საზღვრები არა აქვს და ნურასოდეს დაგვავიწყდება ”ვისი გორისა ვართ”.
-დიდი მადლობა ქალბატონო ქეთევან საინტერესო საუბრისათვის…
 ესაუბრა ავთანდილ გიუნაშვილი