ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შესახებ

350

საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება  პირს მიენიჭოს აღდგენის წესით, იმ შემთხვევაში, თუ ის შეწყდა:

  1. მოქალაქეობიდან გასვლის შედეგად;
  2. არამართლზომიერად;
  3. მშობელთა არჩევანის შედეგად.

მოქალაქეობის  საკითხთა კომისია  აფასებს ცოდნის დონის  შესაბამისობას დადგენილ ფარგლებთან  სახელმწიფო ენაში. (ტესტირება ჩასაბარებელი არ არის  არამართლზომიერად მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველზე  საქართველოს  მოქალაქეობის  აღდგენის წესით მინიჭების დროს.)

ვის მივმართო  საქართველოს  მოქალაქეობის მინიჭებაზე  აღდგენის წესით?

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, შესაძლებელია  მიმართოთ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებას.

საკითხის განსახილველად წარმოადგინეთ  შემდეგი დოკუმენტები:

ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებულ განცხადება;

ბ) ფოტოსურათი – ზომით 3X4;

გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი;

აგრეთვე დამატებით:

იმ დოკუმენტების ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ დაინტერესებული პირი კანონის შესაბამისად ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ;

  1. საქართველოს მოქალაქეობის არამართლზომიერად შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  2. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. მშობლების არჩევნის შედეგად მოქალაქეობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  4. თუ აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, დამატებით სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს მისი მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  5. აღდგენის წესით მინიჭების საფუძვლის შესაბამისი დოკუმენტები.

მშობლის/მშობლების არჩევნის შედეგად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით პირს შეიძლება მიენიჭოს მის მიერ სრულწლოვანების მიღწევისას.

არასრულწლოვნის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვნისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, ამასთანავე, მხარდაჭერის მიმღები პირი.

განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე. სხვა  ენაზე  შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით  დამოწმებულ ქართულენოვან  თარგმანთან ერთად.

მოქალაქეობის აღდგენის  საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოადგინოთ   პირადად, მინდობილობის მქონე პიროვნების  მეშვეობით.

მომსახურების ვადა და საფასური

მომსახურების ვადა მომსახურების ტარიფი
30-ე დღეს 100 ლარი
20-ე დღეს 150 ლარი

საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

წყარო: https://sda.gov.ge