ირაკლი კობახიძე პარიზში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

321

საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე პარიზში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება.

დიასპორის წარმომადგენლების ნაწილი საფრანგეთში პოლიტიკურ ემიგრაციაში წასული ქართველი პოლიტიკოსების შთამომავალია.

პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქართული სათვისტომოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაში. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი ოფიციალური ვიზიტიც სწორედ ამას ემსახურება.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით წარმატების შესანარჩუნებლად და ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციისთვის.