ირაკლი ღლონტი სახელმწიფოს უცხოეთში არსებული ქართული კერების გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

872

,,სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციები უფრო და უფრო გაძლიერდეს.” – ეს განცხადება დიასპორის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი ღლონტმა ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერში გააკეთა: ,, ქართულ საელჩოებს და საკონსულოებს აქვთ მნიშვნელოვანი ფუნქცია, თუმცა ამ ფუნქციის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე, ხშირად, ჩვენი ოჯახებიდან ემიგრაციაში გადახვეწილი ხალხი რჩებათ ყურადღების მიღმა და ეს არასწორია. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ისეთი მაღალი პოტენციის მქონე მოქმედი ორგანიზაციები, როგორიც არის უკრაინაში დიასპორული ორგანიზაცია, რომელსაც ნიკოლოზ გუგეშაშვილი ხელმძღვანელობს, იგივე საბერძნეთში, რომელსაც ავთანდილ გიუნაშვილი ხელმძღვანელობს და ქალბატონი ანა ბალამწარაშვილის ორგანიზაცია და თავად ქალბატონი ანა, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი ლობისტია ბრიუსელში ჩვენი ემიგრანტების ინტერესების. – აღნიშნა ირაკლი ღლონტმა.

ირაკლი ღლონტი დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციები უფრო და უფრო გაძლიერდეს. საელჩოებს და საკონსულოებს აქვთ მნიშვნელოვანი ფუნქცია, თუმცა ამ ფუნქციის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე, ხშირად, ჩვენი ოჯახებიდან ემიგრაციაში გადახვეწილი ხალხი რჩებათ ყურადღების მიღმა და ეს არასწორია.ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ისეთი მაღალი პოტენციის მქონე მოქმედი ორგანიზაციები, როგორიც არის უკრაინაში დიასპორული ორგანიზაცია, რომელსაც ნიკოლოზ გუგეშაშვილი ხელმძღვანელობს, იგივე საბერძნეთში, რომელსაც ავთანდილ გიუნაშვილი ხელმძღვანელობს და ქალბატონი ანა ბალამწარაშვილის ორგანიზაცია და თავად ქალბატონი ანა, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი ლობისტია ბრიუსელში ჩვენი ემიგრანტების ინტერესების. დროის სიმწირიდან გამომდინარე ვერ შევძელი მეტი ადამიანის დასახელება, თუმცა ფასდაუდებელ შრომას წევს საბერძნეთში ქალბატონი დარეჯან ღამბაშიძე და მისი ორგანიზაცია.

Опубликовано Irakli Glonti 10 мая 2018 г.