ირანის საგარეო უწყება საქართველოს საიმიგრაციო პოლიტიკის ახსნას და დეპორტაციის მიზეზების მკაფიო განმარტება სთხოვს, ირანელებს კი საქართველოში მგზავრობისგან თავის შეიკავებას ურჩევ

476

ირანის საგარეო უწყება საქართველოს საიმიგრაციო პოლიტიკის ახსნას და დეპორტაციის მიზეზების მკაფიო განმარტება სთხოვს, ირანელებს კი საქართველოში მგზავრობისგან თავის შეიკავებას ურჩევს. როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაჰრამ ქასემიმ განაცხადა,სამინისტრო ურჩევს თავის მოქალაქეებს, უარი თქვან საქართველოში სტუმრობაზე, თუკი ეს აუცილებელი არ არის. აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ირანის რამდენიმე მოქალაქეს, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას პრობლემა შეექმნა და ისინი საქართველოში არ შემოუშვეს: „განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით ზოგიერთ პრობლებას, რომელიც ირანის მოქალაქეებს შეექმნათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას“ – განაცხადა ქასემიმ.მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოს ელჩი ირანში საგარეო ასმქეთა სამინისტროში იყო დაბარებული, აღნიშნული პრობლემის განსახილველად. უფრო ადრე, 2 დეკემბერს, ირანის საელჩომ საქართველოში ინფორმაცია გაავრცელა საქართველოდან ირანის ათეულობით მოქალაქის დეპორტაციის შესახებ.