ისრაელში დიასპორული ორგანიზაცია ,,მამულის” საინფორმაციო განცხადება

219

ქართული დიასპორა ისრაელში ერთი წლისაა !
22 თებერვალს ისრაელში ქართულ დიასპორის წარომადგენლები წარსდგნენ საზოგადოების და მოწვეული სტუმრების წინაშე .შეხვდრა ორგანიზებულ იყო ,ისრაელში ქართული დიასპორული ორგანიზაცია “მამული” ს მიერ ,საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით .
შეხვედრა გაიმართა საქართველოს საელჩოში.
მოწვეულ სტუმართა შორის იყო ბატონი რატი ბრეგაძე ,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
შეხვედრა გახსნა საქართველოს ელჩმა ისრაელში, ბატონმა პაატა კალანდაძემ.
მან ხაზი გაუსვა, ქართული დიასპორული ორგანიზაციის წარმატებას და ამ მიღწევების შენარჩუნების აუცილობლობას .ისაუბრა იმ როლზე, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ორი მეგობარი ერის ურთიერთობაში . ორგანიზაცია” მამულის” ხელმძღვანელ მა- ირაკლი კილაძემ, მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მხარდაჭერისათვის .მან აღნიშნა, რომ ორგანიზაცია კვლავაც გააგრძელებს აქტიურ მუშაობას. ისაუბრა მომავალ გეგმებზე და პრობლემებზე ,რომელიც აქვს ქართულ დიასპორას .
პრობლემებიდან გამოიყო ისრაელში არალეგალურად მყოფ ქართველთა პრობლემები.(ჯანდაცვის,იურდიული… )პრობლემები, რომლებსაც აწყდებიან ქართველი მოქალაქეები ისრეალში შემოსვლისას .
მთავარ მიღწევად, რა თქმა უნდა , აღინიშნა საკვირაო სკოლის დაარსება.

იგი ქართული კერაა, რომელიც ქმნის ხიდს, საქართველოსა და ისრაელში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს შორის. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა სამშობლოზე და საკუთარ საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული პედაგოგების თავდადება.
ორგანიზაციის სახელით, მადლობა გადაუხადა სკოლის პედაგოგებს, მათი უანგარო და თავდადებული შრომისათვის.
განსაკუთრებით აღინიშნა სკოლის სასწავლო ნაწილის უფროსის ფიქრია ლეჟავას დამსახურება,ისრაელში ქართული ხელოვნების ცენტრის და მისი ხელმძღვანელის მარინა გელაშვილის როლი დიასპორის კულტურულ ცხოვრებაში.
ქალბატონების- ლია კრიხელისა და ცილა შალითის როლი დიასპორის და სკოლის ფუნქციონირებაში.
სიტყვით გამოვიდა
ქართული ებრაული თემის თვალსაჩინო წარმომადგენლი -ბატონი იაკობ ოფირი .მან მზადყოფნა გამოთქვა, საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარებისა , რომელიც მას დიასპორის საკითხებში აქვს .
ბოლოს დიასპორის ხელმძღვანელმა მოუწოდა საქართველოს ყველა გულშემატკივარს მეტი ჩართულობისკენ და მეორე დღეს სტუმრები ეწვივნენ საკვირაოსკოლას ,ქალაქ ლოდში .
სკოლის დათვალიერების შემდეგ, ბატონ რატისთან გაიმართა საუბარი , რომელშიც გამოიკვეთა მთავარი საზრუნავი და წუხილი როგორც ემიგრანტების ასევე ქარული მოსახლეობის , ქართველთა მასიური მიგრაცია სოციალური პრობლემების გამო .
ბატონმა რატიმ კიდევ ერთხრელ გაუხადა მადლობა სკოლის პედაგოგებს და აღნიშნა რომ ემიგრაციაში ქართველებიც ისეთივე საზრუნავია საქართველოს მთავრობისათის როგორიც მკვიდრი მოსახლეობა და ყოველმხეივი დამარება აღუთქვა საკვირაო სკოლებს საზღვარგარეთ .
ბატონმა რატიმ საჩუქრად გადასცა წიგნები სკოლის ბიბლიოთეკისათვის და საქართველოს სახელმწიფო დროშები .