იტალიაში ერთ დღეში კორონავირუსს 464 ადამიანი ემსხვერპლა

0
380

იტალიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 464 ადამიანი ემსხვერპლა. „როიტერის“ ინფორმაციით, იტალიაში „კოვიდ 19“-ით დაღუპულთა რაოდენობა 25 549-მდე გაიზარდა.

22 აპრილს იტალიაში ვირუსით 437 ადამიანი დაიღუპა. „როიტერი“ წერს, რომ შემცირებულია ახალი შემთხვევების რაოდენობა. 23 აპრილს დაინფიცირების 2 646 შემთხვევა გამოვლინდა, 22 აპრილს კი 3 370 ადამიანის ინფიცირება დადასტურდა.

აშშ-ის შემდეგ, იტალია მსხვერპლის რაოდენობით მსოფლიში მეორე ადგილზეა. იტალიაში კორონავირუსი დღემდე 189 973 ადამიანს დაუდასტურდა. კორონავირუსზე ტესტირება უკვე მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.