იტალიაში კარაბინერების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ბრალს არ აღიარებენ და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ

2182

ქართული მედია საშუალება www.ambebi.ge   იტალიურ  www.leccenews24.it ზე დაყრდნობით იუწყება რომ: ,,იტა­ლი­ა­ში და­ა­კა­ვეს ორი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, რომ­ლებ­საც არა­ლე­გა­ლი მიგ­რან­ტე­ბის უკა­ნო­ნო გა­დაყ­ვა­ნა­ში ედე­ბათ ბრა­ლი. სააგენტოს ცნობით იტა­ლი­ელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ტრე­ფი­კი­ო­რე­ბი 18 ოქ­ტომ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას და­ა­კა­ვეს, მა­შინ როცა 14-მეტ­რი­ა­ნი ნა­ვით, იტა­ლი­ის სა­ზღვაო სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თეს, ლე­ჩეს პრო­ვინ­ცი­ა­ში ქა­ლაქ გა­ლა­პოლ­ში შე­ვიდ­ნენ და სა­ნა­პი­რო­დან უახ­ლო­ე­სი და­სახ­ლე­ბი­სა­კენ აი­ღეს გეზი. ნავ­ში 71 არა­ლე­გა­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ­ლე­ბიც და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით პა­კის­ტა­ნე­ლე­ბი არი­ან. შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ იტა­ლი­უ­რი მე­დია წერს.

კა­რა­ბი­ნე­რე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, მოხ­და ნა­ვის კონ­ფის­კა­ცია და მიგ­რან­ტე­ბის დრო­ე­ბი­თი გან­თავ­სე­ბის ცენ­ტრში გა­დაყ­ვა­ნა, სა­დაც ამ­ჟა­მად მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.” – იუწყება საინფორმაციო სააგენტო.

იტალიაში კარაბინერების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ბრალს არ აღიარებენ და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.