იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, არალეგალი მიგრანტების ლეგალიზების შესახებ კანონის გამოსვლასთან დაკავშირებით

16146

სოციალურ ქსელების საშუალებით იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ საქართველოს მოქალქეების შეცდომაში შეყვანის მიზნით გავრცელდა ინფორმაცია თითქოს იტალიის მთავრობამ გამოსცა ახალი საემიგრაციო კანონი, რომელიც იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი მიგრანტების ლეგალიზაციას ეხება. ამასთან დაკავშირებით DIASPORA.GE დავუკავშირდით  იტალიის რესპუბლიკის სასამართლოს მედიატორს, აკრედიტირებულ თარჯიმანს იტალიაში და  ასოციაცია A.I.S. პრეზიდენტს ქალბატონ ნინო რურუას: ,, უპირველესად მინდა განვაცხადო რომ აღნიშნული ინფორმაციის წყარო არის გაურკვეველი წარმომავლობის,  სადაც არც თარიღია მითითებული და არც სტატიის ავტორი, ეს კი საკმაოდ მყარი არგუმენტია იმისა რომ ყოველგვარ რეალურ ფაქტს არის მოკლებული. არავინ იცის ვინ დაწერა და რაზე დაყრდობით , ამასთან მითითებული არ არის კანონის ნომერი და სხვა აუცილებელი დეტალები .(საყურადღებოა ასევე ისიც  რომ თავად ინფორმაცია  2002 წელსაა  დაწერილი)

მეორე და მნიშვნელოვანი გახლავთ ის გარემოება რომ, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი ხდება სახელმწიფოში და განსაკუთრებით იტალიაში არსებობს ოფციალური ვებ გვერდები, სადაც ინფორმაცია თავსდება და საჯაროა. არსებობს ასევე gazzetta ufficiale სადაც ნებისმიერი ოფიციალური ინფორმაცია იბეჭდება, და რაც მთავარია ყველა კანონი და საკანონმდებლო აქტი ოფიციალურად ქვეყნდება. აღნიშნულის მსგავსი ინფორმაცია კი ბოლო პერიოდში არ გამოქვეყნებულა. ”