იტალიაში საქართველოს მოქალაქემ ერთი და იმავე სავაჭრო ქსელის მაღაზია სამჯერ გაძარცვა

165

იტალიაში საქართველოს მოქალაქემ ერთი და იმავე სავაჭრო ქსელის მაღაზია სამჯერ გაძარცვა.

როგორც იტალიური მედია იუწყება, დაკავებულია 19 წლის მამაკაცი, რომელმაც ლომბარდიის ქალაქ მანტუაში ტექნიკის სავაჭრო ცენტრიდან რამდენიმე ლეპტოპის მოპარვა სცადა.

გამომძიებლები აცხადებენ, რომ მამაკაცი თანამზრახველთან ერთად მოქმედებდა, რომელმაც მიმალვა შეძლო.

პოლიციის მიერ დაკავებული თ.თ.-ს იდენტიფიცირების შემდეგ დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე წარსულში რამდენჯერმე იყო ნასამართლევი. კერძოდ, მან ორჯერ გაქურდა ერთი და იმავე სავაჭრო ცენტრის მაღაზიები ჯერ ფიუმიჩინოშიშემდგე კი, ფლორენციაში.