იტალიაში ქართველი დააკავეს

484

იტალიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ, რომელიც ორ პირთან ერთად ავტობუსის გაჩერებაზე იმყოფებოდა, პოლიციის ყურადღება მიიქცია. სამართალდამცველების მიახლოებისთანავე მამაკაცი გაქცევას შეეცადა, თუმცა პოლიციელებმა მისი დაკავება შეძლეს. ჩხრეკის შედეგად მას ცეცხლსასროლი იარაღი და 25 ვაზნა აღმოაჩნდა. საქართველოს მოქალაქე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

იტალიაში იარაღის უკანონო ტარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 21 წლის ზაურ კაკულავა სამართალდამცველებმა ნეაპოლში დააპატიმრეს.