იტალიაში ქართულენოვანი ჟურნალი ,,აისი” დაარსდა.

1807
 იტალიაში ქ. ბარიში  ასოციაცია A.I.S. ბაზაზე მისი ხელმძღვანელის ნინა რურუას თაოსნობით ქართული ჟურნალი “აისი” დაარსდა.
   ჟურნალ ,,აისი” -ს პირველი ნომერი ადგილობრივმა ქართველმა მკითხველმა უკვე იხილა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ქართულენოვანი ჟურნალი ,,აისი” ქართველი მკითხველისთვის  თვე ერთხელ გმოვა და მასში  არაერთ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ამოიკითხავს, განსაკუთრებით კი უცხოეთში მაცხოვრებელი ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც ჟურნალს სიყვარულით ,, ჩვენი ქართული ჟურნალი” დაარქვეს უკვე და მართლებიც არიან ჟურნალი ,,აისი”  ხომ სწორედ მათი ქართული ჟურნალია იტალიაში.