იტალიაში ჩვენ გვექნება საპანელო დისკუსიები, რისი საშუალებაც სამთავრობო ზომბებმა არ მოგვცეს ლიეჟში

296

აპოლიტიკურ და არაკომერციულ არასამთავრობო ორგანიზაციად გამოცხადებული ნაციონალური მოძრაობის სატელიტი ორგანიზაცია ,,ერთად სახლში”-ს ოფიციალურ გვერდზე ლიეჟში გეგმა ჩაშლილი კონგრესის შემდგომ 3 მარტს რომში  – საქართველოს მომავლის ფორუმის სახელით ახალი შეკრება დაანონსდა. განცხადებაში კი აღნიშნულია რომ : ,,ამ შეკრებაზე იტალიაში ჩვენ გვექნება საპანელო დისკუსიები , ინტერაქცია , ცოცხალი განხილვა და მსჯელობა საქართველოს მომავალზე. ის რისი საშუალებაც სამთავრობო ზომბებმა არ მოგვცეს ლიეჟში. ერთად ვანახებთ რომში , რომ ჩვენი შეჩერება შეუძლებელია და ჩვენს მისიას აუცილებლად შევასრულებთ .” – ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.