იტალიიდან საქართველოში ივნისში 15.6 მილიონი დოლარი გადაირიცხა

5598

ეროვნული ბანკის მონაცენებით, 2018 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 135.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 332.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 14.8 პროცენტით (17.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 94.2 პროცენტი მოდიოდა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი თანხა 15.6 მილიონი დოლარი იტალიიდან გადაირიცხა.

საქართველოდან კი საზღვარგარეთ 17.9 მლნ აშშ დოლარი (43.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა.