იტალიის ახალი მტავრობა ემიგრანტებს დეპორტაციას პირდება

20427

იტალიაში, ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა, თუმცა, ნაციონალისტურ-კონსერვატიულმა და პოპულისტურმა პარტიებმა, „ჩრდილოეთის ლიგამ“ და „ხუთმა ვარსკვლავმა“ შექმნეს კოალიცია და პრემიერმინისტრად წარადგინეს იურისტი ჯუზეპე კონტე.

უთანხმოების მიზეზად იქცა კონტეს მიერ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე პაოლო სავონას წარდგენა. პრეზიდენტმა მატარელამ ამ კანდიდატურას ვეტო დაადო. 81 წლის სავონა ევროინტეგრაციის აქტიური მოწინააღმდეგეა. იტალიის პრეზიდენტის განცხადებით, მან როგორც საზოგადოების და ეკონომიკის სტაბილურობის გარანტმა, სავონას კანდიდატურა უარყო, რადგან ეკონომიკის მინისტრად მისი დანიშვნა საფრთხეს შეუქმნიდა ევროზონის წევრობას.

სერჯო მატარელას განცხადებითვე, იტალიაში პოპულისტური მთავრობის შექმნის პერსპექტივამ შეაშფოთა ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები. პოპულისტური პარტია „ხუთი ვარსკვლავი“ პრეზიდენტ მატარელას იმპიჩმენტით დაემუქრა, ნაციონალისტურმა „ჩრდილოეთის ლიგამ“ კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა.

მატარელამ იურისტ ჯუზეპე კონტეს მთავრობის ფორმირება 23 მაისს დაავალა. იტალიაში საპარლამენტო არჩევნები 4 მარტს გაიმართა.

იტალიაში ჯუზეპე კონტეს ახალი მთავრობა დამტკიცდა. კონტემ უკვე დადო ფიცი და ოფიციალურად გახდა პრემიერმინისტრი. ინფორმაციას France24 ავრცელებს.

ახალმა პრემიერმა მინისტრთა ახალი კაბინეტი ქვეყნის პრეზიდენტ სერჯიო მატარელასთან შეთანხმებით უკვე წარადგინა. მანამდე იტალიის მთავრობის ფორმირების მცდელობა ჩაიშალა მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ჯუზეპე კონტემ პრეზიდენტს დაუბრუნა მთავრობის ფორმირების მანდატი.

იტალიის ევროსკეპტიკური პოზიციის მქონე ახალი მთავრობა სამუშაო ადგილების შექმნის და მიგრანტების დეპორტაციის პირობას იძლევა.

თავისუფალი მგზავრობა დასრულებულია, დროა ბარგი ჩაალაგოთ,” – მიმართა მიგრანტებს იტალიის ახალმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო სალვინიმ.