იტალიის და საბერძნეთის დიასპორები სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად ერთობლივ საქველმოქმედო აქციას იწყებენ

2099

იტალიის და საბერძნეთის ქართული დიასპორების ერთობლივ საქველმოქმედო აქციას იწყებენ, ამის შესახებ იტალიაში ქალაქ ბარში ასოციაცია A.I.S.-ის ხელმძღვანელის, ქართული საკვირაო სკოლა ,,აისის” და დიასპორული ჟურნალ აისის დამფუძნებლის ნინო რურუას მიერ გაკეთებული განცხდადებიდან გახდა ცნობილი და უკვე არაერთი ემიგრანტი, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი  თანამემამულე ჩაერთო, ნინა რურუას განცხდადებით: ,,DIASPORA.GE-ს დამფუძნებელ და ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელ ავთანდილ გიუნაშვლთან ერთად მე და ჩემი დიასპორული ასოციაცია ვიწყებთ ერთობლივ საქველმოქმედო აქციას – “შევიძინოთ ერთი სასკოლო ჩანთა გაჭირვებული ქართველი ბავშვებისთვის” , მე ეს უკვე გავაკეთე და დღეს ორ და ძმას რომლის ოჯახსაც ძალიან უჭირს ორი სასკოლო ჩანთა შევუძინე.ვისაც სურვილი გაქვთ შემოგვიერთდით.” – ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.

როგორც საქველმოქმედო აქციის ინიციატორები აცხადებენ საქართველოში სასწავლო წლის დაწყებამდე ქველმოქმედი ემიგრანტების თანადგომით შეძენილი სასკოლო ჩანთები სოციალურად დაუცველი ოჯახების პატარებს გადაეცემაც.