იტალიის კანონმდებლობა და არასრულწლოვანთაგან მიღებული ლეგალური ბინადრობის უფლება იტალიაში

3400

 ვტორი:ნინა რურუა

თანამედროვე მსოფლიოში ფრიად აქტუალურია ბავშვთა უფლებების დაცვა. გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია, რომლის მონაწილე იტალიის რესპუბლიკაცაა, აერთიანებს ისეთ პრინციპებს როგორიცაა, ბავშვის უფლებები, სახელმწიფოს ვალდებულებები და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ადამიანების მოვალეობები,ასევე მითითებულია ის თუ რა უნდა გააკეთონ სახელმწიფომ და ზრდასრულმა ადამიანებმა ერთად კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე საინტერსოა ის საკითხი თუ როგორ რეგულირდება იტალიის ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის ან ტერიტორიაზე მყოფი არასრულწლოვანის უფლებები.

არსებობს საემიგრაციო ნორმათ კონსოლიდირებული კანონის 31 მუხლი, რომლიც ითვალისწინებს სამართელბრივ დებულებებს იტალიის ტერიტორიაზე მყოფ არასრულწლოვანთა სასარგებლოდ. ამ მუხლში განხილულია ის საკითხი რომელიც იტალიის ტერიტორიაზე მყოფ არასრულწლავენებს აძლევს უფლებას მიენიჭოს კანონიერი ბინადრობის უფლება და მათი მეშვეობეთ მათ მშობლებს ეძლევათ აღნიშნული ბინადრობის უფლება, როგორც არასრულწლოვანთ დამხმარეს .ამ მუხლში ჩადებულია ერთი ფრიად მნიშვნელოვანი აზრი, რომ თუკი კანონი არასრულწლოვანს აძლევს უფლებას კანონიერად იყოს წარმოდგენილი იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ლოგიკურად მის მშობელს ან მშობლებს აუცილებლად უნდა ქონდეთ სახელმწიფოში კანონიერად ყოფნის უფლება, რადგან ბავშვის მშობლისგან ჩამოცილება მძიმე შედეგს ახდენს არასრულწლოვანის ფსიქიკაზე. პროცედურა საკმაოდ ხანგრძლივია და ითავლისწინებს სხვადასხვა ეტაპის გავლას, პირველ რიგში არასრულწლოვანი უნდა დადიოდეს სკოლაში ან ბაღში, ყავდეს პედიატრი, ქონდეს ცხოვრებისთვის საჭირო პირობები. ანუ უნდა მოხდეს მისი ინტეგრირება. მოთხოვნა შედის არასრულწლოვანთა სასამართლოში და ამ მოთხოვნას თან უნდა ერთვოდეს მთელი რიგი საბუთები, როგორებიცაა ბავშვის დაბადების მოწმობა, ნათრგმნი იტალიურად და ლეგალიზებული, პასპორტის ასლები როგორც არსრულწლოვანის ასევე მისი მშობლის ან მშობლების, ქორწინების მოწმობა, თუ ორივე მშობელი წარმოდგენილია იტალიის ტერიტორიაზე და იმყოფებიან სამოქალაქო ქორწინებაში, ფისკალური კოდი ასეთის არსებობის შემთხვევაში, ცნობა სკოლიდან ან ბაღიდან შესაბამისი საგანმანათლებლო სტრუქტურის მიერ გაცემული, ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ გაცემული მკურნალი პედიატრის მიერ და აცრების ფურცელი,საცხოვრებელი სახლის კონტრაქტი სადაც ფიქსირდება რომ ბავშვი ცხოვრობს,პასპორტების ასლები,27 ევროიანი ე.წ. ფინანსთა სამინისტროს ფასიანი შტამპი,ასევე არასრულწლოვანთა სასამართლოს მიერ შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი ცნობები. მას შემდეგ რაც სასამართლო განხილვაში იღებს მოთხოვნას საქმეს გადასცემს პოლიციის სამართველოს და სოციალურ სამსახურს რომელთაგანც შესწავლილი უნდა იქნეს ბავშვის ცხოვრების პირობები და ოჯახში მისი მდგომარეობა, რის საფუძველზეც სოციალური აგენტი წერს დასკვნას და გადასცემს სასამართლოს, შემდეგ ინიშნება სასმართლო მოსმენა რომელიც ძირითდად შედგება კითხვა პასუხებისგან, სასურველია სასამართლო პროცეს ესწრებოდეს ადვოკათთნ ერთად თრჯიმანი და მედიატორი. თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის საფუძველზე არ არის სავალდებულო საქმეში ადვოკატის მონაწილეობა თუ ამ პროცედურას თვად გაართმევთ თავს. სასამართლოს დადებითი დასკვნის საფუძველზე პროცედურა გრძელდება პოლიციის სამმართველოს საემიგრაციო განყოფილებაში. სადაც ხდება გამოცხადების თარიღის აღება და ამის შემდგომ დათქმულ დროს წარსდგებით შემდეგი დოკუმენტაციით, 4 ფოტოსურათი, 16 ევროიანი ფასიანი შტამპი პასპორტის ფოტოასლები, პირველი გვერდი და ასევე ის გვერდი სადაც მითითებულია შემოსვლის თრიღი, სტუმრობის მოდული, გადახდის ქვითრი 80,46 ევროს ოდენობით სრულწლოვანზე, 30,46 არასრულწლოვანზე და სასმართლოს გადაწყვეტილება . ეს პროცედურა ეხება ასევე მათ ვისაც უკვე ქონდათ ის დროებითი ბიდანდრობის უფლება რომელიც ეძლევათ ორსულ ქალებს ბავშვის დაბადებიდან მაქსიმუმ 6 თვის ჩათვლით. ამ ტიპის ბინადრობის უფლება ითვალისწინებს მუშაობის უფლებას და ნებისმიერ აქტივობას . ერთადერთი ნაკლი ამ ბინადრობის უფლებისა არის ის რომ არაფრით არ შეიძლება გადაკეთებულ იქნეს სხვა ტიპის ბინადრობის უფლებად. აქვე დავძენ იმას რომ სასამართლოს თავის კომპეტენციის ფარგლეში შეუძლია უარი უთხრას მომთხოვნს ასეთი სახის ბინადრობის უფლებაზე თუნდაც არასრულწლოვანი წარმოდგენილი იყოს იტალიის ტერიტორიაზე თუკი არსებობს არასაკმარისად დამაკმაყოფილოებელი პირობები. ეს თემა საკმაოდ აქტუალური გახდა რადგან იმატა პროცენტულმა მაჩვენებლემა, საქართველოდან არასრულწლოვანთა გამოდინებისა, რადგან ე.წ. ბინადრობის უფლების მოპოვების იმედით ოჯახები ხან მხოლოდ ამ მიზნით მოდიან ემიგრაციაში, რაც დამეთანხმებით არასახარბიელოა ქვეყნისთვის.