იტალიის შსს მინისტრის განცხადება და იურისტ ნინა რურუას შეფასება

3470

იტალიის შსს მინისტრმა მატეო სალვინმა ტვიტერზე გააკეთა განცხადება მიგრანტთა თავშესაფრის მინიჭების საკითზე, რამაც იტალიის ტერიტორიაზე მყოფ ქართველ მიგრანტებში სხვადასხვა ინტერპრეტაცია გამოიწვია, ქალაქ ბარის ასოციასია A.I.S. – ის ხელმძღვანელის და იურისტის ქ-ნ ნინო რურუას განცხადებით : ,,მინისტრმა გასცა ბრძანება და თან კატეგორიულად დაავალა ყველა პრეფექტურის და კომისიის ხელმძღვანელებს რომ დააჩქარონ მხოლოდ იმ ადამიანების საერთაშორისო უფლების აღიარება ვინც ნამდვილად ომიდან გამორბის ხოლო ასეთივე სისწრაფით დაბლოკონ ისინი ვისაც ეს არ ეკუთვნის. ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, რადგან კარგად ვიცი ის ნორმები და მოთხვნები რომელსაც თავშესაფრის მომთხოვი უნდა აკმაყოფილებდეს. მართალია ძირითადი აქცენტი აფრიკიდან დევნილებზეა გაკეთებული, თუმცა თუ მათთვის ასეთი რადიკალურია მისი მოთხოვნა, რატომ უნდა შევიქმათ ილუზია რომ უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადებული სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებსაც უკვე ვიზა ლიბერალზაციის კანონით სარგებლობის უფება აქვთ, მიანიჭებენ ლტოლვილის სტატუს.

ამასთან მსურს დავამატო რომ მაინც ჩემი თხოვნაა ნუ შეხვალთ ჩიხში და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას” -აცხადებს სამართლმცოდნე ნინო რურუა.