იტალიური La Repubblica ადამიანებით კონტრაბანდაში ქართველის მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

671

იტალიაში არალეგალი მიგრანტების გადაყვანის ბიზნესში უკრაინის, საქართველოსა და ლატვიის მოქალაქეებიც არიან ჩართულნი. ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Repubblica წერს. გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაბანდისტები მიგრანტებს თურქეთიდან ევროპის სანაპიროებამდე კომფორტულ გადაყვანას სთავაზობენ,

რაშიდან თითოეული მიგრანტისგან 5 ათას ევროს იღებენ. ეს ათჯერ აღემატება იმ თანხას, რასაც მიგრანტები კონტრაბანდისტებს ლიბიიდან იტალიაში გადასაყვანად უხდიან. ამ გზით იტალიაში ყოველწლიურად 5 ათასამდე ადამიანი ხვდება და კონტრაბანდისტები არალეგალური ბიზნესით მილიონობით ევროს შოულობენ.

ახლახანს ნოტოს სანაპიროებთან 14 მეტრის სიგრძის ნავი დააკავეს, რომელზეც 69 პაკისტანელი მიგრანტი იმყოფებოდა. მათი ჩვენებების საფუძველზე, სამართალდამცველებმა 2 კონტრაბანდისტიც დააპატიმრეს. ერთი მათგანი ლატვიის, მეორე კი საქართველოს მოქალაქეა.